მარია მონტესორი პირველი ქალი ექიმი იყო იტალიაში, რომელიც მთელ მსოფლიოში საკუთარი საგანმანათლებლო სისტემის შექმნით გახდა ცნობილი. ეს სისტემა თავისუფალი აღზრდის იდეას ეფუძნება და მშობლებს შვილებთან ურთიერთობისას ბევრ საკითხზე აფიქრებს. დღეს მის რამდენიმე ფრაზას წარმოგიდგენთ, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს შვილებთან სწორ კომუნიკაციასა და მაგალითის მიცემას:
მარია მონტესორის "მცნებების" სია ძალიან პოპულარულია და ათასობით დედა იზიარებს. "ბავშვები სწავლობენ იმას, რასაც ხედავენ." - ამბობს ის. ინტერნეტში მარია მონტესორის „მცნებების“ სია ძალიან პოპულარულია და აღზრდის ძირითადი პრინციპების მიხედვითაა შედგენილი.
თითქოს, ეს წესები ძალიან მარტივია, მაგრამ პრაქტიკაში რთულად გამოსაყენებელია. მარია მონტესორი თვლიდა, რომ მშობელი შვილთან ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. ამიტომ, როდესაც ბავშვს ნახატის ნაცვლად ფურცელზე დასმული სხვადასხვა ჩრდილი მოაქვს, არარეალური მოლოდინი არ უნდა შეუქმნათ. არამედ, შეგიძლიათ, უთხრათ: "რა ნათელი ფერებია", შეაქოთ მონდომებისთვის, თუ სახანძრო მანქანის დახატვა სურდა, შეახსენეთ, რომ რეზინის მილის დახატვა გამორჩა და ასე შემდეგ.
მონტესორი თავის წიგნში "დამეხმარე, ეს თავად გავაკეთო" წერს, რომ ჩვენ ბავშვებში თოჯინებს ვხედავთ: "ვურეცხავთ და ვკვებავთ ზუსტად ისე, როგორც თოჯინებს. ერთი წუთითაც არ ვფიქრობთ, რომ თუ ბავშვი რაღაცას არ აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ აშკარად არ იცის, როგორ გააკეთოს."
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს კოვზის იდეალურად დაჭერა არ მოვთხოვოთ, არამედ ვასწავლოთ როგორ დაიჭიროს სწორად. ამის შემდეგ, როდესაც ბავშვი ჭამას დაიწყებს, მთლიანი სამზარეულოს დასუფთავება აღარ მოგიწევთ.
"ბავშვები უნდა დავიცვათ იმ ყველაფრისგან, რაც მათ შეურაცხყოფთ, მავნე ზემოქმედებას ახდენს ან უზნეო ქმედების ხასიათს ატარებს. მაგრამ, სხვა ყველაფერზე დაკვირვების შესაძლებლობა უნდა მივცეთ." - ამბობს მონტესორი.
მონტესორის მეთოდის მიხედვით, მუდმივად სრულყოფილი დისციპლინის შენარჩუნება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ბავშვებს მშვიდად ჯდომა იმ მომენტებში ვასწავლოთ, როდესაც ეს აუცილებელია, მაგალითად, გაკვეთილის დროს, თეატრში ან მუშაობის პროცესში. ბავშვებმა უნდა გაიგონ, რომ მშვიდად უნდა მოიქცნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელი ეუბნება ამას, არამედ მიზეზები გააცნობიერონ. ასე მათთვის ზრდასრულ ცხოვრებასთან ადაპტაცია ბევრად მარტივი იქნება.
მონტესორის თქმით, გარემოს სწორად მოწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აჩვენეთ ბავშვებს, სად რა ნივთს დებთ, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ სათამაშოები, წიგნები და ამ გზით მიხვდებიან, რომ ისინი მხოლოდ თაროზე შესანახად არ გაქვთ შეძენილი. თუ კონკრეტულ ნივთსა და წიგნს ბავშვთან ერთად არ გამოიყენებთ, მაშინ ისინი თავიანთ ძირითად ღირებულებას დაკარგავენ.
"ბავშვზე ცუდად ნუ ილაპარაკებთ. ეს არც მისი თანდასწრებით გააკეთოთ და არც მის გარეშე." - ამბობს მარია მონტესორი. მისივე თქმით, ბავშვების თანდასწრებით სხვა ადამიანების, ნათესავებისა და მეგობრების ცუდად მოხსენიებაა კარგი არჩევანი, რადგანაც ბავშვები ნებისმიერ ქცევასა და ინფორმაციას იმახსოვრებენ.
მშობლები ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მისაბაძი ადამიანები არიან. შეუძლებელია მათ ლექსიკონიდან ცუდი სიტყვები ამოაღებინოთ, სანამ დედა და მამა გამუდმებით ცუდ ტერმინებსა და გინებას იყენებენ. იმავე შეიძლება სხვა მავნე ჩვევაზეც ითქვას. ამიტომაც, მარია მონტესორის მთავარი რჩევაა: "ჯერ თქვენი თვალიდან მორი ამოიღეთ, შემდეგ დაიწყეთ ბავშვის თვალიდან მტვრის ნამცეცის ამოღება."