ამ მარტივი ტესტით შეძლებთ, განსაზღვროთ, თქვენი ხასიათის რომელი თვისება იქნება დომინანტური მომავალ წელს და რა უნდა გამოასწოროთ, რომ ბედნიერად და ჰარმონიულად იცხოვროთ. წესები ძალიან მარტივია. ფოტოდან აირჩიეთ ერთი ნაძვის ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, შემდეგ კი განმარტება წაიკითხეთ:
ნომერი ერთი
ჩაკეტილობისკენ ხართ მიდრეკილი და თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობთ, როცა საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო რჩებით. თუმცა, ეს სულაც არ გიშლით ხელს, რომ კარგი მეგობარი და მეოჯახე იყოთ. ჯობს, მომავალ წელს უფრო მეტი დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.
ნომერი ორი
სხვა ადამიანების მოსაზრებებზე ზედმეტად ხართ დამოკიდებული და ეს წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. თუ გაქებენ, მზად ხართ, მთები გადადგათ. მაგრამ, კრიტიკამ შეიძლება დეპრესიულ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ. აქედან გამოსვლაში კი მომდევნო შექება დაგეხმარებათ.
ნომერი სამი
თქვენთვის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წესრიგი ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ, თქვენი პედანტურობა ხშირად გარშემომყოფებს არ მოსწონთ. ამიტომ, მომავალ წლისთვის მთავარი რჩევაა, რომ დატვირთვა და ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი ოდნავ შეამციროთ და უფრო მეტი დრო საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს დაუთმოთ.
ნომერი ოთხი
ერთფეროვნება თქვენთვის ყველაზე ცუდი რამაა. ამ მიზეზით, მომავალ წელს უამრავ თავგადასავალსა და გართობის მიზეზს მოძებნით. თუმცა, ფრთხილად იყავით და არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ.
ნომერი ხუთი
ყველაზე მეტად საკუთარი პოზიციის დაცვა გიყვართ. ამ მიზეზით ხშირად ზედმეტ კამათში ერევით და ბევრი ადამიანისაგან უარყოფით ემოციას გრძნობთ. მომავალი წლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა ადამიანების აზრსაც მოუსმინოთ და უფრო მეტად ტოლერანტული იყოთ.
ნომერი ექვსი
შემოქმედებითი ადამიანი ხართ და სხვადასხვა საკითხზე საკუთარი არასტანდარტული შეხედულება გაქვთ. თუმცა, ზოგჯერ გარშემომყოფებს თქვენი არასტანდარტული შეხედულებების სულაც არ ესმით. მაგრამ, ეს ნაკლებად გაწუხებთ.
ნომერი შვიდი
ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ხართ და ძირითად დროს სამსახურის საქმეებს უთმობთ. შეეცადეთ მომავალ წელს არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ თქვენს საყვარელ ადამიანებსაც მიაქციოთ ყურადღება.
ნომერი რვა
თქვენი კეთილგანწყობა და თანაგრძნობა ბევრ ადამიანში სიმპათიას იწვევს. ბევრი მეგობარი გყავთ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი თქვენს კეთილგანწყობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. სცადეთ, მომდევნო წელს არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც იცხოვროთ.
ნომერი ცხრა
მოსმენის საოცარი უნარი გაქვთ. ამის გამო ბევრი ადამიანი გენდობათ და ყველაზე ინტიმურ თემებსაც კი გიზიარებენ. თუმცა, სხვისი საიდუმლოებები და პრობლემები თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ, მომავალ წელს შეეცადეთ არა მხოლოდ მოუსმინოთ, არამედ საკუთარი გამოცდილებას გაუზიაროთ.
ნომერი ათი
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მეგობარი გყავდეთ. მაგრამ, გახსოვდეთ, რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს. ამიტომ, მომავალ წელს გირჩევთ, ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს მეგობრებს, შეიძლება მათ შორის ბევრი არაგულწრფელი ადამიანი აღმოაჩინოთ.