ადამიანები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ვიღაც ემოციებს მძაფრად გამოხატავს, ზოგიერთი კი დამალვას ცდილობს. თუმცა, უამრავი პრობლემის პარალელურად, ემოციური გადაწვის შემთხვევებიც ხშირია. მაგრამ, ემოციასაც შეიძლება საკუთარი პიკი და დაღმასვლა ჰქონდეს. ის, რომ გრძნობებს გამოხატავთ, სულაც არ ნიშნავს სისუსტეს. პირიქით, ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს ძლიერი პიროვნებისათვის დამახასიათებელი კონკრეტული თვისებები, რომლებითაც საკუთარი თავის შეფასებას შეძლებთ:
როდესაც შეხვდებით ადამიანს, რომელიც მოგისმენთ, დიდი დრო არ გჭირდებათ, რომ სრულად გაიხსნათ და მასთან კონტაქტი დაამყაროთ. ზოგიერთმა ეს შესაძლოა, გადაჭარბებულ აქტიურობად ჩაგითვალოთ, მაგრამ თანამოაზრეებს ასე პოულობთ.
არ ცდილობთ იმის დამალვას, რასაც გრძნობთ. თუ ვინმე გკითხავთ, როგორ ხართ, დაუფარავად იტყვით სიმართლეს და ელით, რომ საყვარელი ადამიანები თქვენზე იზრუნებენ და მოგისმენენ.
საკმაოდ გულწრფელი ადამიანი ხართ, ხალხის დასანახად არ თამაშობთ და არ გეშინიათ თქვენი უარყოფითი თვისებების გამოვლენის. გირჩევნიათ, სხვები გხედავდნენ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ.
ბანალურ ან უაზრო საუბრებში აზრს ვერ ხედავთ, თუნდაც ეს ხუმრობით ხდებოდეს. ფიქრობთ, რომ თქვენი ყოველი საუბარი შინაარსიანი უნდა იყოს და რაღაც ახალს უნდა აღმოაჩენდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროის დაკარგვა გეზარებათ.
უკვე გაცნობიერებული გაქვთ, რომ საკუთარი თავი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც ხართ და არ გაინტერესებთ, რას იტყვიან სხვები. აღარ გადარდებთ, თუ ვინმეს "კრიტერიუმებს" ვერ აკმაყოფილებთ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობთ.
საკუთარ აზრს ღიად და დაუფარავად აფიქსირებთ და შესაძლოა, ეს ზოგჯერ საკმაოდ რადიკალური ტონითაც გააკეთოთ.
იმას, რაზეც ვერბალურად საუბრობთ, მზერითაც გამოხატავთ. მოსაუბრესთან ამყარებთ თვალით კონტაქტს და თქვენს ემოციებს ამ ფორმითაც გადასცემთ.
სიყვარულისა და რომანტიკის გჯერათ და თავს ამ მდგომარეობაში კომფორტულად გრძნობთ.
ძალიან ბევრ შეკითხვას სვამთ და გაქვთ დაუძლეველი სურვილი, რომ ყველაფერი გაიგოთ და გააკონტროლოთ. რაც მთავარია, არ გერიდებათ შეკითხვის დასმის მაშინ, როცა საკითხი მართლა გაინტერესებთ.
გაქვთ განცდა, რომ სხვა ადამიანებიც იმითვე გიპასუხებენ, რასაც თქვენ გასცემთ. ეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხება. მათ შორის, სიყვარულს, მეგობრობას, ბიზნესსა თუ საქმიან ურთიერთობებს.
მანიპულაციას, სიყალბესა და ორპირობას მაშინვე იგრძნობთ და ადამიანთან, რომელსაც მსგავს ქმედებებს შეამჩნევთ, საბოლოოდ შეწყვეტთ ურთიერთობას. მეტიც, აფერისტობაში მაშინვე ამხელთ.
საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანი ხართ და თქვენი პოზიცია გაცნობიერებული გაქვთ. ამიტომაც, როდესაც კამათში ერთვებით, თქვენი დამოკიდებულება ბოლომდე გაგაქვთ და სხვების გამო კომპრომისზე არ მიდიხართ.
ისწავლეთ, რომ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას, ჯობს, სულ მარტო იყოთ. ამიტომაც, ურთიერთობებს განსაკუთრებით ფრთხილად არჩევთ და მარტივად არავის ენდობით.
საშინლად ღიზიანდებით, როდესაც ვინმე საკუთარი უცოდინრობით კმაყოფილია, ფაქტების გარეშე რაღაცას ამტკიცებს და სხვებსაც დაჯერებისკენ მოუწოდებს.
საკუთარი ჰორიზონტის გაფართოება, შემეცნება და სიახლეების გაგება განსაკუთრებით მოგწონთ და ახალი აღმოჩენებისთვის სულ მზად ხართ.
ძალიან დიდი ნებისყოფა გაქვთ და შეგიძლიათ საკუთარი თავი ისე გაართოთ და ასიამოვნოთ, რომ ამისთვის სხვების ყურადღება სულაც არ დაგჭირდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას იფიქრებენ სხვები, თქვენთვის მთავარია, საკუთარი პროექტითა და თუ საქმით თავად იყოთ კმაყოფილი.
გამოგონილი, არარეალური პერსონაჟები ადვილად გიყვარდებათ. რომანის ან ფილმის გმირის დაღუპვისას ისე შეიძლება იტიროთ და განიცადოთ, როგორც რეალური ამბავი და საშინლად ღიზიანდებით, როდესაც გეუბნებიან, რომ ამაზე არ უნდა ტიროდეთ, რადგანაც ის ავტორის მოგონილია.
საკმაოდ განვითარებული ინტუიცია გაქვთ და უფრო სწრაფად შეგიძლიათ რაღაცების დანახვა და აღმოჩენა, ვიდრე სხვებს. უნიკალური სიცხადით პასუხობთ გარემოს გამოწვევებს და პრობლემებს არ უშინდებით.
გსურთ, ყველა სიტუაციაში სიმართლე იპოვოთ და გულწრფელი იყოთ. გირჩევნიათ, მტკივნეულ რეალობას გაუძლოთ, ვიდრე გამოგონილ სამყაროში, თვალთმაქცობით იცხოვროთ.
სილამაზე ხელოვნების დონეზე აგყავთ. საკმაოდ ესთეტიკური ადამიანი ხართ და სხვებშიც ამ თვისებას აფასებთ.
თუ ეს თვისებები გახასიათებთ, მაშინ ნამდვილად ძლიერი პიროვნება ხართ. თუმცა, როგორც წესი, ძლიერი ადამიანები ამ ცხოვრებაში რთულ გზას გადიან სწორედ იმის გამო, რომ სულ სიმართლეს ამბობენ, ვერ იტანენ თვალთმაქცობასა და ორპირობას და ადამიანთა გარკვეულ წრეს ამით აღიზიანებენ კიდეც.