დღეს სრულიად საქართველო შეძრა ახალგაზრდა მხატვრის მაია კუჭავას გარდაცვალებამ. 33 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მისი ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ექიმმა, რომელიც წინასწარ აიყვანეს, პაციენტს სათანადოდ არ მიაქცია ყურადღება. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის ოჯახს ექიმები უმალავდნენ, რომ ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
მაია კუჭავასთვის ეს მეორე ორსულობა იყო. მისივე თქმით, პირველი ორსულობა მე-4 თვეზე შეწყდა, ამიტომაც ახალგაზრდა ქალი მეორე ორსულობას დიდი ყურადღებით ეკიდებოდა: ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, ორსულობის პირველივე თვიდან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
მაია აფხაზეთში დაიბადა, ომის შემდეგ ყაზახეთში ცხოვრობდა, სამხატვრო კოლეჯი და სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა. ჰქონდა რამდენიმე მოდის ჩვენება და ჯგუფური გამოფენები. განსაკუთრებით უყვარდა პორტრეტების ხატვა.სამომავლოს პერსონალური გამოფენის გამართვას გეგამვდა და ოცნებობდა, რომ ტანსაცმლის ხაზზე ემუშავა. სამწუხაროდ, მაიკოს ოცნებებს ახდენა არ ეწერა... ახალგაზრდა მხატვრის პირველი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მეუღლე იყო. განაგრძეთ კითხვა