ლენუკა ყიფშიძის ახალი გამოწვევა და ოჯახის წევრები, რომლებიც მის გვერდით არიან - მშობლები

ლენუკა ყიფშიძის ახალი გამოწვევა და ოჯახის წევრები, რომლებიც მის გვერდით არიან

2022-12-11 17:22:02+04:00

მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე ბოლო პერიოდში აქტუალურია, რადგან პოპულარული სატელევიზიო შოუს - "პრაიმ-ჰაუსის" მონაწილეა. ლენუკა მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ასევე, ასაკით უფროსი მონაწილეა და ამბობს, რომ სურს დაამტკიცოს, არც ერთ ასაკში არ არის გვიან რაიმეს ხელახლა დაწყება ან საკუთარი თავის გამოცდა.

ლენუკას ძალიან უდგას გვერდში ძმიშვილი - ნატალია ყიფშიძე, რომელიც ლაივებსაც ესწრება და ადგილზეც სტუმრობს ხოლმე მამიდას.

kifshidze-1670764241.jpg
ლენუკა შვილთან, ძმიშვილთან და კრისტი ყიფშიძესთან ერთად

თავად ლენუკას ერთი ვაჟი ჰყავს - ნიკა ნინუა, რომელიც სტუდენტია. როგორც ლენუკა ამბობდა mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში, თავად ეგონა, რომ შვილი სამედიცინოზე ჩააბარებდა: "სხვათა შორის, თავის დროზე მამაჩემსაც უნდოდა ექიმობა, ნიკაც თითქოს დაინტერესებული იყო, ისეთი არგუმენტები ჰქონდა ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე, ვფქირობდი, სამედიცინო გზით წავიდოდა, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბარა".

lenuka-1-1670764242.jpg

240499949-10157963885756969-14445401546498322-n-1670764241.jpg

ლენუკას მეგობრული ურთიერთობა აქვს თავისი ძმის - გიორგი ყიფშიძის ყოფილ ცოლთან - კრისტი ყიფშიძესთან და ასევე ახლანდელ მეუღლესთან.

236789739-10157941000641969-1734567808871865977-n-1670763788.jpg

ოჯახი ხშირად იკრიბება ერთად და ამ გამოწვევაშიც ლენუკას გვერდით არიან ოჯახის წევრები, მამამისის ჩათვლით.

1913488-10201160255279788-144771677-o-1670764241.jpg
ლენუკა და გიორგი ბავშვობაში

ზურა ყიფშიძის ნაკლებად ცნობილი მეუღლე, რომელიც საზოგადოებაში არ ჩნდება - ქალი, რომელმაც ყველაზე პოპულარული მამაკაცის გული დაიპყრო