საქართველოს სახალხო არტისტის იმედა კახიანის ოჯახში წარსულში უმძიმესი ტრაგედია დატრიალადა. მისი ვაჟი, ლადო კახიანი იმ დროისთვის უკურნებელ დაავადებას ემსხვერპლა.
ლადო 12 წლის იყო, როდესაც ლეიკემია დაუდგინეს. მომღერალმა ეკა კახიანმა გადაცემაში "სთორი" ერთადერთი ძმის გარდაცვალებაზე ილაპარაკა.
"ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემი ძმის გარდაცვალება და ვფიქრობ, ამან ძალიან იმოქმედა ჩემს ხასიათზე და ძალიან შევიცვალე. მერე რომ დავფიქრდი, ეს იყო, თორემ სხვა პრობლემა არ მქონია. ძალიან ლაღი და უბედნიერესი ბავშვობა მქოდა. ამან ჩემზე ეტყობა ისე იმოქმედა, რომ ჩავიკეტე, მიჭირდა ლაპარაკი, კონტაქტი ადამიანებთან.... დიდხანს ვერ ვლაპარაკობდი.
4 წლით უმცროსი ძმა მყავდა... სულ ვფიქრობ, რომ გაზრდილიყო, ახლა ძალიან კარგი კაცი იქნებოდა. ჩემს მშობლებს რაც ჰქონდათ საუკეთესო, ყველაფერი ჰქონდა მას. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახის და ჩემი მფარველი ანგელოზია. ნინი და გოგოები არ იცნობდნენ, მაგრამ სამივე ამბობს, ვგრძნობთ, რომ ლადო ჩვენთანააო. სულიერად ჩვენთან არის ნამდვილად.
წყნეთში ვიყავით, ვისვენებდით, ზაფხული იყო. ძალიან ლაღი ბავშვი იყო, ჩემგან განსხვავებით, სრულად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე. უცებ დასუსტდა, ფერი დაკარგა, დაწვა ლოგინში და ვეღარ დგებოდა. ბიჭები აკითხვადნენ, წამო, ფეხბურთი ვითამაშოთო და ადგომა არ შეეძლო. გვითხრეს, სისხლის ანალიზი აიღეთო. წავიყვანეთ და პირველივე ანალიზის პასუხზე იმედას, უთხრეს, რომ არ არსებობს აქედან გამოსავალი. თვენახევარს თუ შეძლებსო...
მაშინ არ არსებობდა ძვლის ტვინის გადანერგვა. მაშინ იშვიათად ხდებოდა ასეთი ტრაგედიები. ახლა ჩვენ მივეჩვიეთ ახალგაზრდების გარდაცვალებას. მთელი საქართველო ფეხზე იდგა და ჩვენ გვერდით იყო, თუ ვინმეს რამე შეეძლო, საზღვარგარეთ თუ აქ, მაგრამ არ გამოვიდა..." - თქვა მომღერალმა.
ეკა კახიანმა გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ემოციური ეპიზოდი მისი ძმის ცხოვრებიდან. იმედა კახიანის ბოლო დაბადების დღე ვაჟთან ერთად. განაგრძეთ კითხვა