თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებისთვის საახალწლო ნუგბარი უკვე შესყიდულია და 30 დეკემბრამდე ეტაპობრივად გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ წელს საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია და თითოეული ბაღი აღსაზრდელებს ინდივიდუალურად, საახალწლო ზეიმის დროს გადასცემს საჩუქრებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თითოეული აღსაზრდელისთვის საახალწლოდ 450 გრამი ტკბილეულია გათვალისწინებული. მათ შორის:·
თითოეული სახეობა ტკბილეული ქარხნულად შეფუთული, საახალწლო თემატიკით ბრენდირებულ მუყაოს ყუთში იქნება.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
თამარ იაკობაშვილი