ეს ტესტი ბევრს აბნევს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს - პასუხი თქვენი ხასიათის შესახებაც ბევრ რამეს გეტყვით - მშობლები

ეს ტესტი ბევრს აბნევს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს - პასუხი თქვენი ხასიათის შესახებაც ბევრ რამეს გეტყვით

2022-12-15 13:39:54+04:00

ადამიანის ფსიქიკა ბევრ ცნობიერ და არაცნობიერ პროცესს აერთიანებს და ერთიან ჯაჭვს ქმნის. სპეციალისტები დროდადრო სხვადასხვა ტესტს ადგენენ, რომლებიც დაფარული თვისებებისა და დამოკიდებულებების აღმოჩენაში გვეხმარება და ბევრ შეკითხვაზე გვაპოვნინებს პასუხს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრ ტესტში ადამიანები სულ სხვადასხვა სქემასა თუ საგანს აღმოაჩენენ ხოლმე და სწორედ ამიტომაცაა საინტერესო, რომ ინდივიდუალურად, ყველა იმას ხედავს, რაც ქვეცნობიერში აწუხებს ან აფიქრებს.

ამ შემთხვევაში, მოცემულ ტესტს ძალიან მარტივი პირობა აქვს. უნდა შეხედოთ ფოტოს და განსაზღვროთ, რომელი მიმართულებით იყურება ცხენი. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ სილუეტი მათკენ, მაყურებლისკენ იყურება, ნაწილი ამბობს, რომ უკან, ან გვერდზე იხედება. მთავარი სირთულე ის არის, რომ ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და ერთი სწორი პასუხიც არ არსებობს. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით დაინახეთ პირველად, ბევრი რამის განსაზღვრა შეგიძლიათ:

1-1671097473.jpg

თუ დაინახეთ, რომ ცხენი წინ, მაყურებლისკენ იყურება:

თუ თქვენ პირველად დაინახეთ, რომ ცხენი თქვენკენ იყურება, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სხარტი გონება გაქვთ და მათემატიკურ ამოცანებსაც კარგად უმკლავდებით. შეგიძლიათ ლოგიკური მსჯელობა, საგნების ერთმანეთთან დაკავშირება, ბევრი ინფორმაციის მარტივად დამახსოვრება და დახარისხება.

თუ დაინახეთ, რომ ცხენი უკან იყურება:

ადამიანები, რომლებიც ცხენს აღნიშნული რაკურსით ხედავენ, საკმაოდ შემოქმედებითები არიან და პრობლემების გადაჭრისას უჩვეულო და არასტანდარტულ მიდგომებს იყენებენ. შესაძლოა, თარიღებისა და რიცხვების დამახსოვრება გიჭირთ, მაგრამ გაქვთ ფოტო მეხსიერება და სიმბოლოებით ბევრი რამის ერთმანეთთან დაკავშირება შეგიძლიათ.

თუ დაინახეთ, რომ ცხენი გვერდით იყურება:

ტესტის ავტორების თქმით, თუ ადამიანები ხედავენ, რომ ამ ფოტოზე ცხენი გვერდით იყურება, ჰარმონიულად და შეთანხმებულად ცხოვრობენ. ეძებთ წესრიგსა და კომფორტს და საკმარისი ძალისხმევის გამოჩენის შემთხვევაში, პრობლემების საკმაოდ ეფექტურად გადაჭრაც შეგიძლიათ.