მომღერალი მარიკა თხელიძემალე გოგონას დედა გახდება. მარიკას მეუღლე "ქართული ოცნების" წევრი გიორგი მანველიძეა. გიორგი და მარიკა ერთმანეთს ნინი ქარსელაძემ გააცნო, რის შემდეგაც წყვილი დაახლოვდა, ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახიც შეიქმნა.
როგორც გიორგისთვის, ასევე მარიკასთვის ეს მეორე ქორიწნება, ორივეს ჰყავთ შვილები პირველ მეუღლეებთან, გიორგის - გოგონა, მარიკას კი - ბიჭი.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მარიკა არც პირად ცხოვრებაზე საუბრობდა და ურთიერთობებსაც გაურბოდა, გიორგიმ კი მოახერხა, რომ ეს მძიმე მდგომარეობა დაეძლია და მისი გული მოეგო, „გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…“ - აღნიშნა მარიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში