არსებობს ისეთი სკოლები, სადაც შეიძლება ჩხუბი ან არაფრის კეთება არსებობს ისეთი სკოლები, სადაც შეიძლება ჩხუბი ან არაფრის კეთება, არსებობს თავგადასავლების სკოლა, მოცურავე სკოლა და ა.შ. გადავავლოთ თვალი ყველაზე უჩვეულო სკოლებს მსოფლიოში.
• მიწისქვეშა სკოლა - ვირჯინიის ქალაქ რესტონში არსებობს სკოლა ტერასეტი, რომელიც 1970-იან წლებში აშენდა, აშშ-ის ენერგეტიკული კრიზისის დროს. ქვეყანაში ენერგიის დაზოგვის რეჟიმი მოქმედებდა, რომელიც სკოლების გათბობასაც ეხებოდა. ქალაქ რესტონში ააგეს სკოლა ტერასეტი: პატარა გორაკი მიწასთან გაასწორეს, მოსუფთავებულ ადგილას შენობა ააგეს, მერე კი მას ზემოდან გორაკიდან აღებული მიწა დააყარეს. ბუნებრივი მიწის საფარი შენობას ათბობდა და ენერგიასაც ინარჩუნებდა. მით უმეტეს, სკოლაში მზის კოლექტორებიც დააყენეს, რომელიც ენერგიის დანარჩენ პრობლემებს ხსნიდა. დღეს ტერასეტი კვლავ მოქმედებს, ის ენერგიის დამზოგველი სკოლაა და თან ტურისტებისთვის საჩვენებელი ღირსშესანიშნაობა.
• სკოლა დისციპლინის გარეშე - კანადის ქალაქ ტორონტოში მდებარეობს სკოლა "ალფა", რომელიც 1972 წელს გაიხსნა. ეს სკოლა მსოფლიოს ყველაზე უცნაურ და ნოვატორულ სკოლებს შორის ხშირად ხვდება ხოლმე.
ქ არ არსებობს არავითარი შეფასება, არავითარი სიმკაცრე, არც საშინაო დავალებები. არავის სჯიან და არ უბრაზდებიან. მოსწავლეები თავად წყვეტენ, როგორ უნდა განვლოს სასწავლო დღემ და რომელ გაკვეთილებს დაესწრონ. კლასები ფორმირდება ინტერესების, და არა ასაკი მიხედვით. არსებობს როგორც ჩვეულებრივი დისციპლინები, ისე კულინარია, ელემენტარული ფილოსოფია და ა.შ. მასწავლებლებს მხოლოდ ის ევალებათ, არ შეუშალონ ხელი. თუ სკოლაში კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვება, სპეციალური კომიტეტი იკრიბება, რომელშიც მოსწავლეები და მასწავლებლები შედიან. მხარეებს ნებას რთავენ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას მოეწონება. "ალფას" კიდევ ერთი ტრადიციაა კრებების მოწვევა, რომლებზეც სკოლის მოსწავლეები უფროსებთან ერთად წყვეტენ, თუ არის შესატანი ცვლილებები საგნების ბადეში და სკოლის მართვის სისტემაში.
• საერთო ენის ძიების სკოლა - სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში მდებარე სკოლაში ემიგრანტების ბავშვები მუშაობენ. მათ ასწავლიან, როგორ უნდა ადაპტირდნენ სამხრეთ კორეულ გარემოში და როგორ დაუმეგობრდნენ კორეელ თანატოლებს. ბავშვებს ერთდროულად ასწავლიან სამ ენას: კორეულს, ინგლისურსა და ესპანურს. რასაკვირველია, კორეის ისტორიას და კულტურას.
• მოცურავე სკოლა - კამბოჯაში მდებარეობს კამსპონგ ლოუნგის სკოლა, რომელიც კამბოჯის ე.წ. მოცურავე სოფლის მშვენებაა. ამ სოფელში საცხოვრებელი სახლებიც, კაფე, მაღაზია და სკოლაც წყალზე მდებარეობს. კომპონგ ლოუნგის სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლა თავშესაფარიც არის და მეორე სახლიც. ბევრი მათგანი იქ საერთოდაც ცხოვრობს, არა მარტო სწავლობს. გაკვეთილები ხშირად ნავებში მსხდომებს უტარდებათ.
• თავგადასავლების სკოლა - აშშ-ში ფერმერული კულტურის დაქვეითება არა მხოლოდ ფერმერებსა და მთავრობას აღელვებს, არამედ სკოლის მუშაკებსაც. სწორედ ამიტომ სკოლაში "ვოტერშედი" სპეციალური პროგრამაა შემუშავებული - ბავშვებს ფერმებში მიავლენენ და ასწავლიან, როგორ მუშაობს ფერმა და რა არის საჭირო ფერმის კეთილდღეობისთვის. ამ სკოლაში სწავლა საერთოდაც ერთი დიდი თავგადასავალია, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდება. ბავშვები ჩვეულებრივი საგნების პარალელურად, ხშირად დადიან ექსპედიციებში - ეს განათლების ყველაზე პროდუქტიულ მეთოდად მიაჩნიათ სკოლის მესვეურებს.
• ჩინეთის გამოქვაბულების სკოლები - გუიჩჟოუს პროვინციაში არსებობს რეგიონი მიაო, რომელშიც ცხოვრების ძალიან დაბალი დონეა. ამის გამო ადგილობრივებს დიდხანს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, განათლება მიეღოთ. პირველი სკოლა იქ 1984 წელს აშენდა. რაკი სკოლის ასაშენებელი სახსრები არ არსებობდა, სასწავლო დაწესებულება უახლოეს გამოქვაბულში განათავსეს. იქვე მოაწყვეს კლასები და დასვენების ზონა. თავიდან სკოლა ერთ კლასზე იყო გათვალისწინებული, თუმცა დღეს იქ 186 ბავშვი სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოსწავლეების დიდ ნაწილს სკოლამდე მისასვლელად ყოველდღე ექვსი საათი უწევს ფეხით სიარული.
ასევე იხილეთ: მომავლის სკოლა, სადაც არ არის კედლები და მერხები