მასწავლებლებს მხოლოდ ის ევალებათ, ხელი არ შეუშალონ მოსწავლეებს კანადის ქალაქ ტორონტოში მდებარეობს სკოლა "ალფა", რომელიც 1972 წელს გაიხსნა. ეს სკოლა მსოფლიოს ყველაზე უცნაურ და ნოვატორულ სკოლებს შორის ხშირად ხვდება ხოლმე.
იქ არ არსებობს არავითარი შეფასება, არავითარი სიმკაცრე, არც საშინაო დავალებები. არავის სჯიან და არ უბრაზდებიან. მოსწავლეები თავად წყვეტენ, როგორ უნდა განვლოს სასწავლო დღემ და რომელ გაკვეთილებს დაესწრონ. კლასები ფორმირდება ინტერესების, და არა ასაკი მიხედვით. არსებობს როგორც ჩვეულებრივი დისციპლინები, ისე კულინარია, ელემენტარული ფილოსოფია და ა.შ. მასწავლებლებს მხოლოდ ის ევალებათ, არ შეუშალონ ხელი.
თუ სკოლაში კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვება, სპეციალური კომიტეტი იკრიბება, რომელშიც მოსწავლეები და მასწავლებლები შედიან. მხარეებს ნებას რთავენ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას მოეწონება.
"ალფას" კიდევ ერთი ტრადიციაა კრებების მოწვევა, რომლებზეც სკოლის მოსწავლეები უფროსებთან ერთად წყვეტენ, თუ არის შესატანი ცვლილებები საგნების ბადეში და სკოლის მართვის სისტემაში.
ასევე იხილეთ მომავლის სკოლა