მშობლებს ძალიან აშფოთებთ, როცა ბავშვი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს. ზუსტი მიზეზი, თუ რატომ აგვიანებს ბავშვი ლაპარაკს, მშობლებმა არ იციან. რამდენად მოქმედებს მეტყველების განვითარებაზე უცხო ენის ნაადრევi დაწყება, გაჯეტები, საწოვარა ან გვიან დაწყებული დამატებითი კვება, რა არის მითი და რა - რეალობა მათ შორის და რას ფიქრობენ ამაზე ლოგოპედ-ფსიქოლოგები.
დიახ, ეს მართალია და ექიმების მიერ დადასტურებულია. ბოლო წლების სტატისტიკა ამტკიცებს, რომ გოგონები უფრო ძლიერები იბადებიან, ვიდრე ბიჭები.გოგონები უკეთესად ინაზღაურებენ მშობიარობის ტრავმებს, უფრო ადვილად გამოჯანმრთელდებიან ორსულობის ან მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებების შემდეგ. ბიჭებში კი ამის გამო უფრო ხშირია მეტყველების შეფერხება და დაგვიანება.
ბოლო დროს გავრცელებული შეხედულება, რომ დღევანდელი ბავშვები უფრო გვიან იწყებენ საუბარს, ვიდრე მათი მშობლები მათ ასაკში, მითია. ერთის მხრივ, მართლაც, ბევრია არამეტყველი, ჩუმი ბავშვი. მაგრამ ოცდაათი თუ ორმოცი წლის წინაც ისინი საკმარისად ბევრნი იყვნენ. უბრალოდ, ამაზე ასე ღიად არ საუბრობდნენ.
მეორე მხრივ, ფაქტია: რაც უფრო აქტიურად ვითარდება მედიცინა, მით უფრო მეტად გვაქვს მეტყველების პრობლემები ბავშვებში.
მიზეზი ისაა, რომ რთული მშობიარობა სულ უფრო და უფრო ნაკლები გართულებებით სრულდება, ექიმები ახერხებენ ურთულესი ორსულობის ბოლომდე მიყვანას და ყველაზე ნაადრევ ჩვილებსაც კი სიცოცხლეს ჩუქნიან, ასეთი ჩველები თუნდაც 20-30 წლის წინ ვერ გადარჩებოდნენ. თუმცა დღეს ეს გადარჩენილი ჩვილები საკმაოდ სუსტები არიან და მეტი დრო სჭირდებათ სასიცოცხლო ძალების აღსადგენად. მათთვის უფრო რთულია ისწავლონ სიარული, სირბილი და მათ შორის, ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ასეთ ჩვილებში მეტყველება დაგვიანებულია.
არის ასეთი ტენდენცია. მაგრამ აქ გააჩნია, როგორ გაგიმართლებთ. თუ ბავშვი იდეალურად ჯანმრთელია, ნორმაშია ფიზიკური, გონებრივი მდგომარეობა და თუ ის კარგად ვითარდება, მაშინ გაჯეტები, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს მეტყველების შეფერხებას. მაგრამ თუ ბავშვი შედარებით სუსტია, გაჯეტი აუცილებლად დატოვებს თავის კვალს.
არასტაბილური ნერვული სისტემის მქონე ბავშვისთვის ტელევიზორი და გაჯეტები პირველი მტერია. მათ შეუძლიათ ლოგონევროზის, ენაბორძიკობის პროვოცირება.
ეს ძალიან პოპულარული და საშიში მითია. "მამამისი ოთხ წლამდე არ ლაპარაკობდა, ჩემი შვილიც ასე გვიან დაიწყებს საუბარს" - ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან ასეთ მიზეზს. სინამდვილეში ლოგოპედები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ აუცილებელია მეტყველების განვითარების ნორმებისთვის ყურადღების მიქცევა.
ამა თუ იმ ასაკში, რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს, როდის უნდა გამოიყენოს ზედსართავი სახელი, როდის - ზმნები და ასე შემდეგ, ეს ცხრილები არსებობს და დასაშვებია მაქსიმუმ ექვსი თვით დაგვიანება! არ გირჩევთ სამ წლამდე ლოდინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასკოლო ასაკში შეიძლება სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა გაჩნდეს.
ზოგჯერ ეს მართლაც ასე ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ხუმრობით იტყვიან, ისაა, რომ "აქამდე არ სჭირდებოდა რამის თქმა".
წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს გაჯეტები, უყურებს მულტფილმებს, უსმენს სხვადასხვა პერსონაჟს. დედა აჭმევს, უცვლის, რისკენაც თითს გაიშვერს, აძლევს. ბავშვს უბრალოდ არ სჭირდება, რაიმე თქვას. მაგრამ ამ დროს უქმად არ კარგავს, არამედ აგროვებს პასიურ ლექსიკურ მარაგს და, როცა რაიმე სახის იმპულსი, ბიძგი მიეცემა, შეუძლია სრული წინადადებებით ალაპარაკდეს.
კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ მშობლებს ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია არა აქვთ. შესაბამისად, მას არ უგროვდება პასიური ლექსიკა და სანამ სიტყვების საჭირო რაოდენობას არ დააგროვებს, მეტყველებას არ დაიწყებს.
სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში, ალაპარაკების იმპულსი შეიძლება გახდეს ბავშვის საზოგადოებაში გასვლა: საბავშვო ბაღში, ეზოში, სადაც ბევრი ბავშვი იქნება. ამ დროს აუცილებლად დასჭირდება საუბარი და ადვილად ალაპარაკდება.
თუმცა ექიმები გვირჩევენ, რომ პასიურად არ ელოდოთ ასეთ სასწაულს წლების განმავლობაში! ხუთი წლის ასაკში მეტყველება სრულყოფილი უნდა იყოს. თუ ამ ასაკში მეტყველება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განვითარებული, გარკვეული ჩამორჩენები უნდა ვივარაუდოთ.
არსებობს ბავშვის ხმოვანი შესაძლებლობების განვითარების გარკვეული ალგორითმი, რაც ასაკთან არის დაკავშირებული. მაგრამ მაქსიმუმ ოთხი წლის განმავლობაში ყველა მარტივი ბგერა უნდა ჟღერდეს. გარდა ამისა, სირთულის ხარისხის მიხედვით, სისინა ბგერები (ძ,ც,წ,ზ,ს) 4 - 4,5 წლისთვის უნდა წარმოთქვას გამართულად, 4,5 წლის შემდეგ - შიშინა ბგერები (ჯ,ჩ,ჭ,ჟ,შ) და ყველაზე რთული, მთრთოლი ბგერები, მაგალითად, "რ", "ლ", ჩვეულებრივ ჩნდებიან 5 წლის შემდეგ.
ეს სიმართლეა. ერთი მხრივ, საწოვარა თითქმის გაჯეტის მსგავსია, ის არის ბარიერი ბავშვსა და მშობლებს შორის. წოვის რეფლექსმა დააბრუნა ბავშვი ემბრიონულ მდგომარეობაში, ის მშვიდია და პირი მუდმივად მოკუმული აქვს. როგორ განვითარდება მეტყველება?
კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ასპექტი ფიზიოლოგიურია. როცა ბავშვი დედის მკერდს ან ბოთლს წოვს, ენას არ იყენებს რძის გადაყლაპვისას. ბავშვი ენის აქტიურ გამოყენებას დამატებითი კვების მიცემის შემდეგ იწყებს. ენის მოძრაობა კი ერთ-ერთი მთავარი უნარია მეტყველების ფორმირებისთვის. ამიტომ საწოვარა ერთი წლის ასაკის შემდეგ მეტყველების შემაფერხებელ ფაქტორადაა მიჩნეული.
სხვათა შორის, ასეთი ბავშვების ამოცნობა ადვილია. ხშირად აქვთ პირი ღია, წინა კბილები ბაჭიასავით წინ წამოწეული, ყბა არ ვითარდება, რადგან არასაკმარისად ავარჯიშებენ ღეჭვით. ხშირად ეს ბავშვები ორთოდონტის პაციენტები ხდებიან.
ცუდი კალიგრაფია არ არის მიზეზი მეტყველების თერაპევტთან მისასვლელად, თუ მეტყველებაში ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, თუ ბავშვი, თუნდაც მეორე კლასის ბოლომდე, წერისას გამოტოვებს ასოებს, ანაცვლებს, ორ სიტყვას ერთში აერთიანებს და ასე შემდეგ, ჯობია, ერთ კონსულტაციაზე მაინც მიიყვანოთ და გაარკვიოთ, დისგრაფიასთან ხომ არ გვაქვს საქმე.
მართალია და ეს ადრეული განვითარების უარყოფითი შედეგებია. არათუ 3 წლის ასაკში, არამედ მოზრდილ ბავშვებშიც შეიძლება უცხო ენის დაწყებამ პრობლემები გააჩინოს. მაგალითად, კბილთაშორისი დიზართრია.
"მეტყველების პრობლემები მემკვიდრეობითია"
”ჩვენი ოჯახის ყველა კაცი ენას უკიდებს,” - ამბობენ ხოლმე უფროსები. გარკვეული პროცენტი, რომ მეტყველების დარღვევა მემკვიდრეობითი იყოს, მართლაც არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ბავშვები მშობლის მსგავსად რომ ამახინჯებენ ბგერებს, მხოლოდ მიბაძვის ბრალია. ანუ როგორც ესმის, ისე საუბრობს.
დაგვიანებული მეტყველება შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს, თუმცა მეტყველების თერაპევტები ცდილობენ ეს ფაქტორი მიზეზებს შორის პირველ ადგილზე არ დააყენონ, რადგან სხვადასხვა თაობა სხვადასხვა პირობებში იზრდებოდა. ოთხი წლის თანამედროვე ბავშვისა და მისი მამის იმავე ასაკში შედარება არასწორია.
ამავდროულად, სტატისტიკით უკვე დადასტურებულია, რომ წერილობითი მეტყველების დარღვევა, ანუ დისგრაფია, ხშირად მემკვიდრეობითია და თუ ვიცით, რომ დედას ან მამას ჰქონდა ასეთი პრობლემები სკოლაში, მაშინ რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ ბავშვთან მუშაობა.