ბლოგერი გურამ შეროზია თავისი კომპლექსების შესახებ წერს და მოზარდებს მიმართავს:
"მთელი ბავშვობა ათვალწუნებული მქონდა ჩემი ვიზუალი და ხასიათს მიშხამავდა შემდეგი ფრაზები: აყლაყუდა, კუზიანი, რამხელა ცხვირი გაქვს, ჭკვიანია, მაგრამ რას ჰგავს?
ვცდილობდი ეს "ნაკლი" რამით გამერასხოდებინა, ვსწავლობდი ქანცის გაწყვეტამდე, ვიმარჯვებდი ყველა სასკოლო ტურში, ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვუკრავდი, ჭადრაკს ვთამაშობდი, ცუდ სიტყვებს არასდროს ვიყენებდი, მაგრამ ამ ყველაფერს დაუფიქრებლად გავცვლიდი სილამაზეში :დ
ალბათ ბავშვური აკვიატება იყო, ან ცუდი ზემოქმედება, მაგრამ მთავარი ეს მეგონა. მინდოდა მეც ვყვარებოდით, თვალი გაეყოლებინათ, შევენიშნეთ, მაგრამ არა და არა!
ერთი შეხედვით არაფერი საშინელება არ ხდებოდა ჩემს ვიზუალში, მაგრამ მე მწამდა, რომ ლამაზ ბიჭს აუცილებლად ცისფერი თვალები, გრძელი წამწამები, დიდი ტუჩები და სწორი, მოკლე ცხვირი უნდა ჰქონოდა!
გავიდა დრო და ჩემი თავი შეევიყვარე ისეთი, როგორი ვარ (ნუ კაი, რაღაცები ცოტა დავაკორექტირე) და ახლა მზად ვარ ხმამაღლა ვიყვირო, რომ:
- სილამაზის სტანდარტები არ არსებობს
- ადამიანების გემოვნებაც მრავალფეროვანია
- გარეგნობას ჩვენი სახასიათოობა განსაზღვრავს და არა უაზრო შაბლონი!
არც თქვენ იდარდოთ მოზარდებო, გაიზრდებით, ნაკვთებიც "დაგიჯდებათ" და თუ არც - უბრალოდ განსხვავებული სილამაზე გვექნება".