ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს ბრედ პიტს 18 დეკემბერს დაბადების დღე აქვს. როგორც იცით, ის მრავალშვილიანი მამაა. იყო დრო, როცა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს იდეალურ წყვილად მოიხსენიებდნენ და მსოფლიოს საუკეთესო მშობლებს უწოდებდნენ. ჯოლი-პიტის წყვილმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ბავშვების ბედნიერება მათთვის უპირველეს ადგილზეა. ახლა კი ყოფილი მეუღლეები იურიდიულ ბრძოლებში "ხოცავენ" ერთმანეთს. პროცესის შემდეგი რაუნდი კვლავ ბავშვების მეურვეობას ეხება, რომლებიც ცნობილ მამას იშვიათად ნახულობენ.
წყვილი ერთმანეთს 2003 წელს მისტერ და მისის სმიტების გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ბრედ პიტი დაქორწინებული იყო, ანჯელინა ჯოლი კი ნაშვილებ ვაჟს, მედოქსს ზრდიდა. თავიდან, როგორც მსახიობი ირწმუნებოდა, ისინი რომანტიკულ ურთიერთობას არ ეძებდნენ, მაგრამ შემდეგ მეგობრობა კიდევ რაღაცაში გადაიზარდა და გადამწყვეტი ფაქტორი ანჯელინას შვილობილი გახდა. "ერთ დღეს მედოქსმა მას მამა უწოდა. სასტუმროს ნომრის იატაკზე მანქანებს ვთამაშობდით და ორივემ გავიგეთ მედოქსის ნათქვამი. არც ერთს არაფერი გვითქვამს, მხოლოდ ერთმანეთს გადავხედეთ. ეს იყო ალბათ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მან ჩათვალა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვიქნებოდით." - განუცხადა ჯოლიმ ჟურნალ Vogue-ს
2005 წელს მსახიობმა ჯენიფერ ენისტონთან განქორწინების შესახებ განაცხადა. ჯოლიმ კი ეთიოპიელი გოგონას შვილად აყვანა ამცნო ქვეყნიერებას. პიტი ყველაფერში მხარს უჭერდა ცოლს. "ენჯი მეშვიდე ცაზეა, - განუცხადა ჯოლის დაახლოებულმა წყარომ ჟურნალ People-ს. - ახდენილი ოცნებაა. მას ყოველთვის სურდა დიდი ოჯახი“. 2006 წელს კი ლოს-ანჯელესის სასამართლომ დააკმაყოფილა წყვილის შუამდგომლობა და ამიერიდან მედოქსსა და ზაჰარას ორივე მსახიობის გვარი ჯოლი-პიტი უნდა ეტარებინათ. "ბრედი, ფაქტობრივად, ხტუნავს სიხარულისგან", - განაცხადა წყვილის ადვოკატმა.
იმავე წელს წყვილს შეეძინა ბიოლოგიური ქალიშვილი, შაილო. "ეს არის ქალი, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობას მსოფლიოში ყველაფერზე მეტად აფასებს", - განუცხადა მსახიობის მეგობარმა ჟურნალ People-ს. ამის შემდეგ წყვილმა კიდევ სამი წლის ბიჭი იშვილა ვიეტნამიდან, რომელსაც პაქსი დაარქვეს.
2008 წელს მსოფლიომ გაიგო, რომ ჯოლი ისევ ორსულად იყო. ვარსკვლავურმა ოჯახმა გადაწყვიტა დაექირავებინა ფრანგული ციხე ვენახებით - ბავშვებს მეტი თავისუფლება და ნაკლები ცნობისმოყვარე თვალი რომ ჰქონოდათ. ოთხ წელიწადში კი ბრედმა საკუთარი ბრენდის ღვინოს გამოუშვა. წყვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრანგული მეორე ენაა მათ სახლში და ჰოლივუდის ვარსკვლავი საფრანგეთში აპირებდა მშობიარობას.
„ჩვენ ვართ 1950-იანი წლების შეკრული ოჯახი, ბრედი კი ძალიან ძლიერი მამაა. ბრედმა საშობაოდ მშვენიერი რამ მაჩუქა. ეს არის წიგნების თარო, რომელზეც განთავსებულია წიგნები ყველა რელიგიაზე. ასე ვგეგმავთ შვილების აღზრდას“. - განუცხადა ჯოლიმ Vanityfair-ს. მსახიობის თქმით, წყვილი ფილანტროპიულმა ხედვამ გააერთიანა. "ობლები, მათი უფლებები, შვილები - ეს გვაახლოვებს და ხელს უწყობს ჩვენს ურთიერთობას“, - განმარტა ანჯელინამ.
ივლისში ტყუპი - ნოქსი და ვივიენი ნიცაში დაიბადა. „ქაოსია, მაგრამ ჩვენ ამას ვუმკლავდებით და მშვენივრად ვატარებთ დროს“, - უთხრა ჯოლიმ ჟურნალ People-ს. მედია იტყობინებოდა, რომ ექვსი წლის მედოქსი, ოთხი წლის პაქსი, სამი წლის ზაჰარა და ორი წლის შაილო ტკბებოდნენ ზაფხულით ღია ცის ქვეშ და ციხის უზარმაზარ ტერიტორიაზე დამალობანას თამაშობდნენ. პიტმა დაამატა: "ეს ჯერ კიდევ გუგულის ბუდეა".
მრავალშვილიანმა მამამ ოპრა უინფრის გადაცემაში ტყუპების გაჩენის შემდეგ განაცხადა: „ლურსმანივით მტკიცე ვარ. იმუნიტეტი მაქვს განავლის, შარდის, წვინტლების და ნარწყვის მიმართ... თავიდან შოკში მაგდებდა. ახლა კი მშვიდად ვამბობ, „საყვარელო, ამდენი სად ეტევათ“.
2010 წელს ჯოლიმ განაცხადა, რომ ის და პიტი ახლა მთელ სამუშაოს ბავშვებს მოარგებდნენ. ”ბრედი ბავშვებს სკოლაში ნახულობს, ან გადასაღებ მოედანზე მაკითხავს, სადაც ბავშვებთან ერთად ვარ. აუცილებლად სახლში ვსაუზმობთ ან ვსადილობთ. სულ ერთად ვართ და ყველაფერს ერთად ვგეგმავთ. გადაღებებს შორის შორის ვისვენებთ, რომ ვიმოგზაუროთ, გამოცდილება მივიღოთ, ერთად გავაკეთოთ რაღაც, სამ დღეზე მეტ ხანს ერთმანეთს არ დავშორებივართ. სულ ხაზზე ვართ. ძალიან მიჯაჭვულები ვართ სახლზე და ბავშვებზე." - განაცხადა მსახიობმა ჟურნალ Parad-თან ინტერვიუში.
2012 წელს ბრედ პიტმა განაცხადა, რომ ბავშვები ხშირად სვამენ კითხვას: რატომ არ არიან მათი მშობლები დაქორწინებულები? ”ბავშვები არ მასვენებენ. გამუდმებით მიმეორებენ: "აჩუქე დედას ბეჭედი!". მე ვპასუხობ: "კარგი, ვაჩუქებ, აბა რას ვიზამ", - განუცხადა მსახიობმა CBS News-ს. მოგვიანებით კი ანონიმურმა მედიას ნიშნობის შესახებ აცნობა: „მათი შვილები ძალიან ბედნიერები არიან ამ ამბით, თუმცა თარიღი ჯერ დადგენილი არ არის“.
2014 წელს მოკრძალებული ქორწინება შედგა. პატარძლის კაბის დიზაინში ბავშვებაც მიიღეს მონაწილეობა. საქორწილო ტორტზე თვალყურის დევნება პაქსს ევალებოდა. წყვილი ოჯახური ციხესიმაგრის ახლოს, სამლოცველოში დაქორწინდნენ. უფროსმა ვაჟებმა პატარძალი საკურთხეველთან მიიყვანეს. „ეს იყო განსაკუთრებული დღე, რომელიც შვილებთან ერთად გავიზიარეთ და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით“, - განუცხადა წყვილმა ჟურნალ People-ს. ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვე გადასაღებ მოედანზე გაატარეს, მუშაობდნენ ფილმზე "ზღვის პირას". ბავშვები ახლოს ჰყავდათ.
„თავს ყველაზე მდიდარ ადამიანად ვგრძნობ მას შემდეგ, რაც მამა გავხდი. მამობამ ძალიან შემცვალა, უფრო დიდსულოვანი და სიცოცხლის მოყვარე გამხადა. ჩემს შვილებს ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვთვლი. მსიამოვნებს, რომ მამა ვარ და ვიღებ ყველა პასუხისმგებლობას, რაც ამას თან ახლავს. სულ ვდარდობ ბავშვებზე. მათზე მეტად ვზრუნავ, ვიდრე საკუთარ თავზე, რაც, ჩემი აზრით, სიყვარულის ჭეშმარიტი განმარტებაა", - განუცხადა პიტმა ჟურნალ Psychologies-ს
ქორწილის მეორე წლისთავიდან ცოტა ხნის შემდეგ, ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა. მიზეზი კერძო თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი სკანდალი გახდა. მიზეზად პიტის არაადეკვატურ ქცევას ასახელებდნენ, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში დეტალები არ გახმაურებულა. უფროსმა ვაჟმა მედოქსმა სასამართლოზე დედის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, შაილო კი მამას დაუდგა გვერდით. მართლმსაჯულებამ ძალადობის აშკარა მტკიცებულება ვერ იპოვა და საქმე დაიხურა.
შემდეგ პიტმა მეურვეობა მოითხოვა ბავშვებზე. მაგრამ, როგორც ანონიმურმა წყარომ განუცხადა Us Weekly-ს, მედოქსს მის მეურვეობაში ყოფნა არ სურდა, არც პაქსს უნდოდა ბრედთან ურთიერთობა, რადგან დედამ უთხრა, რომ პიტს, სავარაუდოდ, მისი შვილად აყვანა არ სურდა. "ამან მამა-შვილის ურთიერთობა დააზიანა. სამაგიეროდ, შაილო იყო ყველაზე მონდომებული, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა“, - განუცხადა პრესას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.
მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, რომ ბევრს სვამდა და თავს ზედმეტის უფლებას აძლევდა. 2017 წელს GQ Style-თან ინტერვიუში მან თქვა: „წარმოშობით ისეთი ადგილებიდან ვარ, სადაც ყველაზე მეტად ძალას აფასებენ. სისხლჩაქცევა ან ჭრილობა ჩვენთვის საწუწუნო თემა არ არის, უბრალოდ, ვუძლებთ მას. გავიზარდე იმ მენტალიტეტით, რომ ოჯახში მამამ უკეთ იცის, რა ჯობია, მამა არის ყოვლისშემძლე, სუპერძლიერი. განქორწინება ჩემთვის სილის გაწვნა იყო. მე მათთვის მეტი უნდა ვყოფილიყავი.“
ბევრს წერდნენ, რომ ბრედი ძალიან იტანჯებოდა ბავშვებთან განშორების გამო და ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე. მოსამართლემ კი მეურვეობა თანაბარი უფლებების დაუწესა ყოფილ ცოლ-ქმარს.
2019 წელს განქორწინების პროცესი საბოლოოდ დასრულდა. მაგრამ მეურვეობის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ყოველ ჯერზე პიტის ადვოკატებს სათითაოდ უწევთ შეთანხმებების გაფორმება ბავშვებთან შესახვედრად. ინსაიდერების თქმით, ყველაზე მეტად შილო განიცდის მამასთან განშორებას. ნაშვილები ბავშვების ცხოვრების შესახებ კი მსახიობი მხოლოდ სოციალური ქსელებიდან იგებს. 2020 წელს მსახიობმა მიღებული ოსკარი შვილებს მიუძღვნა და სცენიდან თქვა: „ეს ჩემი შვილებისთვისაა, რომლებიც ანათებენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ. მე მათ ვაღმერთებ".
როგორც არ უნდა წუხდეს მსახიობი, რომ მეურვეობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, სულ სხვა სიტუაციამ აიძულა სასამართლოსთვის მიემართა, სადაც მაშინვე რუსული კვალი დაინახეს. 2021 წლის ოქტომბერში ანჯელინამ გაყიდა თავისი წილი მამულში და ღვინის ქარხანაში, რომელსაც ყოფილ ქმართან ერთად ფლობდა. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ჯოლიმ აქციების გაყიდვის ნებართვა გარიგებამდე ერთი თვით ადრე მიიღო. მყიდველი კი რუს ბიზნესმენ იური შეფლერთან ასოცირებული კომპანია იყო, იუწყება RBC. პიტი ამტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ ქორწინებაში ყოფნისას დადეს შეთანხმება, რომ მამული და ვენახი ბავშვებისთვის დაეტოვებინათ. მასში დიდი თანხა და დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული. ჯოლიმ კი საპასუხო სარჩელი შეიტანა, სადაც ნათქვამია, რომ ყოფილმა ქმარმა კომპანიის აქტივები გაფლანგა და ღვინის ბიზნესი გაკოტრებამდე მიიყვანა. „მან დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ბავშვებს ხელახლა არ განეცადათ ის ტკივილი, რომელიც პიტმა ოჯახს მიაყენა“, - წერენ ქალბატონი ჯოლის ადვოკატებმა საპასუხო სარჩელში. მაგრამ როდესაც პიტმა ეს სარჩელი შეიტანა ჯოლის ფინანსურ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენის მცდელობისა და მისი გაყინული ბიზნესპარტნიორის სახით ყოფილ ქმართან გაერთიანების მცდელობის მიზნით, პიტმა აიძულა ჯოლი, საჯაროდ დაეცვა თავი ამ საკითხებზე პირველად.
2022 წელს ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ჯოლიმ მიაღწია იმას, რომ FBI-ს დოკუმენტები თვითმფრინავში სკანდალური ინციდენტის გამოძიების შესახებ გამოქვეყნებულიყო.
„პიტმა ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა. სააბაზანოში შეათრია და ყვირილი დაუწყო. თავი მიარტყმევინა და კედელს მიანარცხა. ერთ-ერთი ვაჟი, რომლის სახელიც დოკუმენტებში არ არის მითითებული, დედის დასახმარებლად მივიდა. ბრედმა შვილზეც გაიწია. ანჯელინამ მისი შეჩერება სცადა, მამაკაცი კი ქალის ზურგიდან მოცილებას ცდილობდა, რა დროსაც ანჯელინამ დაზიანებები მიიღო. ბავშვები ამასობაში მშობლებთან მიცვივდნენ და მათი გაშველება სცადეს. ამ დროს პიტი ერთ-ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი მუშტი დაარტყა სახეში“.- ნათქვამია დოკუმენტებში.
დიდი ხნის განმავლობაში ანჯელინას პრესაში გაუწონასწორებელს ეძახდნენ. ამბობდნენ, რომ მან ოჯახი ერთი ჩხუბის გამო დაანგრია, ბრედი კი იდეალურ მამად წარმოედგინათ. ახლა პროცესის გაშუქებისას ავტორები ორ ბანაკად იყოფიან. ბევრი მხარს უჭერს პიტს, დასცინის FBI-ის ანგარიშს, სკანდალს თითიდან გამოწოვილს უწოდებს და ისევ ამტკიცებს, რომ ბრედი კარგი მამაა.