სასკოლო ასაკის ბავშვის კვებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საუზმეს სასკოლო ასაკის ბავშვის კვებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საუზმეს. ბავშვის განწყობა და შეგრძნება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაიარა დილამ.
სახლის მშვიდი ატმოსფერო და ბალანსირებული საუზმე ბავშვს ხელს შეუწყობს, რომ მთელი დღის სამყოფი ძალით აღივსოს, ადრე არ დაიღალოს და ადვილად გაუმკლავდეს დატვირთვას.
დილის მენიუ
საუზმის 25%-ს უნდა შეადგენდეს ბავშვის ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერებები. ამასთანავე იშვნელოვანია ის, რომ დაცული იქნას ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბალანსი. სხვათა შორის, ბავშვს 1,5-2-ჯერ მეტი ვიტამინი სჭირდება, ვიდრე მოზრდილს, განსაკუთრებით წელიწადის ცივ დროს.
ენერგიის სწრაფი გამომუშავებისთვის ეფექტურია ე.წ. ”სწრაფი ნახშირწყლები”: შოკოლადი, კაკაო, მურაბა - თუმცა მათი რაოდენობა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. ხანგრძლივვადიანი ეფექტისთვის "ნელი მოქმედების" ნახშირწყლები უფრო გამოგადგებათ: ფაფები, პურფუნთუშეული, უჯრედისით მდიდარი ხილი და და ბოსტნეული. ეს პროდუქტები ბავშვს ენერგიით ავსებენ, რაც სკოლაში ძალიან გამოადგება. ცილებისა და ცხიმების ნორმის შესავსებად რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, კვერცხი გამოიყენეთ.
საუზმე და ვიტამინები
მენიუს შედგენისას გაითვალისწინეთ, რომ საკვებთან ერთად ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების მიღებაც საჭიროა. ვიტამინების ნატურალური წყაროები ყოველთვის ხელთ გვაქვს. ეს ხილი და ბოსტნეულია, ასევე თხილი, კაკალი, ხორცეული და რძის პროდუქტები. კარგი იქნება, თუ ამ საკვების სარგებლობის შესახებ ბავშვსაც უამბობთ. ოღონდ ძალიან დამრიგებლურ და მკაცრ ტონს ნუ შეარჩევთ. მარტივი ენით აუხსენით, რა სასიკეთო ცვლილებები მოაქვს ამ საკვებს და რით განსხვავდება უსარგებლო საკვებისგან. უფრო პატარებს კი ამბად მოუყევით, როგორ დაამარცხა მამაცმა მანდარინმა ბოროტი მიკრობი. როცა მოვა დრო და ბავშვი უარს იტყვის ნამცხვარზე ვაშლის სასარგებლოდ, შეგიძლიათ თავი გამარჯვებულად ჩათვალოთ.
რკინა
არანაკლებ მნიშვნელოვანია მინერალური ნივთიერებები, კერძოდ, რკინა. ის აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის. ეს ნივთიერება ორგანიზმის უჯრედების ჯანგბადით უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. გავლენას ახდენს ყურადღებაზე, მეხსიერებაზე და ორგანიზმის სიმაღლეში ზრდაზე.
მზრუნველი დედას შეუძლია ეს სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული კერძი შვილს ლამაზი და მადისაღმძვრელი სახით შესთავაზოს. ბავშვის გემოვნებაც უნდა გაითვალისწინოთ. ჭამა მხოლოდ წესების დაცვით, დამეთანხმებით, ნამდვილი წამებაა. ოპტიმალურ ვარიანტად გამოგდგება ომლეტი, რუხი პურის ტოსტები მოხარშული ხორცითა და ყველით ან ხაჭოთი. ასევე რძის პროდუქტები.
დამატებით საუზმედ გამოდგება მსუბუქი სალათები ბოსტნეულისგან, ასევე სასმელები - ჩაი და კაკაო. აუცილებელია, რომ ბავშვმა დილიდანვე აიღოს ენერგიის მარაგი. ამის გარეშე სკოლის დატვირთულ რეჟიმს ნამდვილად ვერ გაუმკლავდება. მოზარდ ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების დიდი მარაგი ესაჭიროება.
იხილეთ ასევე: როგორი უნდა იყოს მოსწავლის კვების რეჟიმი?
ყველაზე სასარგებლო საუზმის ტოპ-ხუთეული
მოსწავლის საუზმობის რამდენიმე წესი