"ძალიან ცუდად არის და ვშიშობ მისი ჯანმრთელობის გამო..." - როგორ გრძნობს თავს თამარ გვერდწითელი დედის გარდაცვალების შემდეგ - მშობლები

"ძალიან ცუდად არის და ვშიშობ მისი ჯანმრთელობის გამო..." - როგორ გრძნობს თავს თამარ გვერდწითელი დედის გარდაცვალების შემდეგ

2022-12-19 11:20:41+04:00

ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საკმაოდ რთულ პერიოდს გადის თავის ცხოვრებაში. ოქტომბერში მას დედა გარდაეცვალა, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი იყო. 83 წლის ინა კოფმანს გულის დაავადება ჰქონდა და საქართველოში გარდაიცვალა. შვილს ის საუკეთესო ექიმებთან დაჰყავდა ისრაელსა და რუსეთსი, თუმცა მისი დახმარება ვერ შეძლეს.

თამარ გვერდწითელი სულ დედის გვერდით იყო და გასტროლების მიუხედავად, ახერხებდა დედის მუდმივ მხარდაჭერას. ხშირად ამბობდა, რომ უდედოდ ვერ წარმოედგინა სიცოცხლე. დედა იყო მისთვის მუდმივი მანათობელი, სამართლიანი კრიტიკოსი და საუკეთესო მეგობარი...

ის ახლაც საქართველოშია. მისმა ყოფილმა პროდიუსერმასერგეი პუდოვკინმა რუსულ პრესასთან ისაუბრა მომღერლის რთულ მდგომარეობაზე. ის ამბობს, რომ სტრესის გამო ორჯერ იყო კლინიკაში. "სცენაზე მისი დაბრუნების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვამბობ. კატასტროფული, საშინელი სიტუაცია აქვს. მას არ შეუძლია უდედოდ ცხოვრება. მასთან ერთი მთლიანი იყო: მისით ცხოვრობდა, შინ დაბრუნებული მას წარუდგენდა ყველა მიღწევას. ხომ არის შემთხვევები, როცა დედა-შვილი ვერ ძლებს უერთმანეთოდ? ეს ის შემთხვევაა. ძალიან ცუდად არის და არ ვიცი, რიტ დავეხმარო. გუშინაც ვისაუბრეთ და გაუჩერებლად ტირის", - ამბობს პროდიუსერი და შიშობს, რომ მომღერალი თავს ინადგურებს. "არ მომწონს ის, რაც ხდება. არადა, საშინელება ხდება. მასთან მისვლა, ჩაის დალევა, ადამიანურად მოფერება არ შემიძლია, რადგან ის საქართველოშია, საკმაოდ ახლოს იმ ადგილთან, სადაც დედამისია დაკრძალული. მე კი მოსკოვში ვარ"...

თუმცა მისი საქართველოში მყოფი ახლობლები ამბობენ, რაც მთლად ასე ცუდადაა საქმე. მომღერალი, რა თქმა უნდა, ძალიან განიცდის დედის გარდაცვალებას, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად გრძნობს. მისი მენეჯერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რუსი პროდიუსერი არ ავრცელებს სწორ ინფორმაციას. ქალბატონი თამარი ნორმალურადაა და გუშინ გაემგზავრა შვილთან ესპანეთში.