15:02 / 22-12-2022 ახალი წელი ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია იმათ შორის, რომლებსაც კაცობრიობა აღნიშნავს. ერთ-ერთი ვერსიით, მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ძველ ბაბილონში აღნიშნავდნენ. ათასწლეულებს თუ არა, საუკუნეებს ნამდვილად ითვლის ის ტრადიციები, რომლებიც ახალ წელს უკავშირდება.
ყოველ ერს თავისი საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები აქვს, თუმცა არის რამდენიმე სიმბოლო, რომლებიც უნივერსალურია და საახალწლო განწყობა მოაქვს ნებისმიერი ადამიანისთვის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. სწორედ ამ სიმბოლოებზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში და შევეცდებით მოკლედ გიამბოთ თითოეულის წარმოშობის შესახებ. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანმა მოახერხოს და გახდეს თქვენი ჯადოსნური სახალწლო თავგადასავლების განუყრელი მეგობარი.
ითვლება, რომ სწორედ ელფები ეხმარებოდნენ სანტა-კლაუსს საახალწლო საქმეების სამზადისში, თავდაუზოგავად შრომობდნენ და ამზადებდნენ ბავშვებისთვის საყვარელ სათამაშოებს ოსტატის სახელოსნოში.
ისტორიის თანახმად, გერმანულ ხალხურ მითოლოგიაში ელფები ბუნების სულები იყვნენ, რომლებიც ბინადრობდნენ ჰაერში, მიწაზე, მთასა თუ ბარში. ისინი განსაკუთრებული ყურადღებითა და მეგობრულობით გამოირჩეოდნენ ადამიანების მიმართ. ელფებს ჰყოფდნენ ორ კატეგორიად - ნათელ და ბნელ ელფებად. ნათელ ელფებს მიეკუთვნებიან: ლამაზი პატარა კაცუნები ყვავილებისგან დამზადებულ ქუდებში, რომელთაც უყვარდათ მთვარის შუქზე ცეკვა და სიმღერა. ხოლო ბნელ ელფებად მოიხსენიებენ მიწისქვეშ მცხოვრებ მჭედლებს, რომლებიც მთების წიაღში საგულდაგულოდ ინახავდნენ საგანძურს.
ელფებს ზღაპრებისა და ლეგენდების გარდა ვხვდებით ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურაში, ჯუჯებთან, გობლინებთან და ტროლებთან ერთად.
მაკნატუნას დანახვისას თითოეულ ჩვენგანს რაღაც განსაკუთრებული, კეთილი და გულწრფელი გრძნობა გვეუფლება. უმეტესობისთვის იგი შეიძლება საყვარელ ანიმაციურ ფილმთან ან ზღაპართან ასოცირდებოდეს.
მაკნატუნას ისტორია უკავშირდება გერმანიის ქალაქ სეიფენის მთების მაღაროელ მუშებს, რომლებიც თავისუფალ დროს ხისგან კვეთდნენ სხვადასხვა ხალხური ზღაპრის გმირებს. ასე დაიბადა მაკნატუნაც, ხის მექანიკური თოჯინა-ჯარისკაცი, ქუდითა და ელეფანტური ფორმით.
მაკნატუნა პოპულარული გახდა მე-19 საუკუნის დასაწყისში. იგი გვევლინება გერმანელი მწერლის ზღაპრის „მაკნატუნა და თაგვის მეფე“ მთავარ გმირად. თუკი გსურთ გაიგოთ გასაოცარი ფაქტები მაკნატუნას შესახებ, წაიკითხეთ მისი სრული ისტორია.
უკვე მრავალი წელია მაკნატუნა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საახალწლო სიმბოლოა, რომლის მილიონობით ეგზემპლარი იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიჩნეულია, რომ საახალწლოდ მაკნატუნას სახლში შეტანას სიმშვიდე, ჰარმონია და ბედნიერება მოაქვს. საქართველოში მაკნატუნების დიდი არჩევანია „ბიბლუსში“, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ზომისა და ფერის ფიგურა.
ჯუჯები გერმანულ, სკანდინავიური ქვეყნების ხალხური მითოლოგიის ნაყოფია. ლეგენდების თანახმად მათ მოიხსენიებენ, როგორც ჯადოსნური თვისებების მქონე კაცუნებს, რომლებიც მიწის ქვეშ, გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. სკანდინავიურ კულტურაში მათ ფაქტობრივად სანტა კლაუსის როლი იკისრეს. ითვლება, რომ ჯუჯები ბავშვებსა და ცხოველებს ბოროტებისა თუ უბედურებისგან იცავენ.
ჯუჯები ელფებთან, გობლინებთან და ტროლებთან ერთად ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურისა და ფილმების პერსონაჟები არიან.
მე-18 საუკუნეში, გერმანიაში გამოჩნდა პირველი საახალწლო დეკორაციები. ანგელოზებს მაშინ ცვლის, მუყაოსა და ბამბის მატყლისგან ამზადებდნენ ხელით. მათ, როგორც განსაკუთრებულ სიმბოლოს, ადგილი ნაძვის ხის თავზე მიუჩინეს.
დღესდღეობით ოსტატები ანგელოზის ფიგურებს, ფაიფურისა და დეკორატიული ქსოვილების მეშვეობით ამზადებენ. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საშობაო ნაძვის ხის, ასევე სახლის საახალწლო დეკორაციის მოსართავად.
ჩრდილოეთ პოლუსზე მცხოვრები სანტა კლაუსი (თოვლის ბაბუა) ყველა ბავშვის გამორჩეული და საყვარელი პერსონაჟია, მისი გამოჩენა მათ შთამბეჭდავ შთაბეჭდილებებსა და დაუვიწყარ მოგონებებს ჩუქნის.
ამბობენ, რომ სანტა კლაუსი წმინდა ნიკოლოზის არაუფიციალური გერმანული სახელიდან (Sint Nikolaas) მომდინარეობს. წმინდა ნიკოლოზი, ბერძენი ქრისტიანი ეპისკოპოსი, კეთილშობილებითა და დიდსულოვნებით გახდა ცნობილი. იგი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ, ღარიბ ოჯახებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში.
სწორედ შუასაუკუნეებშვე დაფუძნდა ტრადიცია - ყოველი წლის 6 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხდენების დღეს, ბავშვებს ჩუქნიდნენ სხვადასხვა ტბილეულსა და სათამაშოებს.
ზემოჩამოთვლილი საახალწლო სიმბოლოები, ასევე უამრავი სათამაშო თუ დეკორატიული ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.