ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. წარმატებულ სპორტსმენს პირადი ცხოვრებაც შესანიშნავად აქვს აწყობილი და სამი ქალიშვილის ბედნიერი მამაა.
ლაშა ტალახაძესა და მის მეუღლეს ანა დემურიას მარიამი, ელენე და პატარა ნიცა ჰყავთ. სწორედ მათ ფოტოებს აქვეყნებს ბედნიერი მამა სოციალურ ქსელში.