მიუხედავად იმისა, რომ წიგნების მაღაზიებში საბავშვო ლიტერატურის ზღვა არჩევანი არსებობს, პატარა ბავშვისთვის წიგნის შერჩევა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. შინაარსის და ილუსტრაციების გარდა, მნიშვნელოვანია გამოცემის დიზაინი და მისი უსაფრთხოება. გამომცემელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის მხედველობის განვითარება კონკრეტულ ასაკში.
სტატიაში ვისაუბრებთ 5 მნიშვნელოვან პარამეტრზე, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბავშვის შესაფერისი წიგნების არჩევაში.
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნის შერჩევა მისი შინაარსის მიხედვით, რადგან სწორად შერჩეული კონტენტი დააინტერესებს პატარას წიგნებით და შეაყვარებს მას კითხვას. წიგნში არ უნდა იყოს ზედმეტად ბევრი ტექსტი, ბავშვს უნდა გაუადვილდეს კითხვაზე კონცენტრაცია, ასოები უნდა იყოს საკმარისად დიდი და მარტივად გარჩევადი. იდეალურია პატარა გარითმული ლექსები და იგავები, მხიარული პერსონაჟების მონაწილეობით. გარითმულ პატარა ლექსებს ბავშვი მარტივად დაიმახსოვრებს. იგავებით კი ისწავლის პატარა ამბების მოყოლას.
ძალიან კარგი არჩევანია ეზოპეს იგავები, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L”-ის საბავშვო სერიაში იპოვით.
ნახატები ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის: ისინი ხელს უწყობენ წიგნის შინაარსის გაგებას. რაც უფრო მეტი სურათია წიგნში, მით უკეთესია: ფსიქოლოგების აზრით, ილუსტრაციებმა ყოველი გვერდის ნახევარი მაინც უნდა დაიკავოს.
ნახატები ფერადი უნდა იყოს - ბავშვები უფრო ადვილად აღიქვამენ, იმიტომ რომ საშუალებას აძლევს მიიღონ მეტი ინფორმაცია ილუსტრაციიდან და გამოიწვიოს უფრო ძლიერი ემოციური რეაქცია.
ასევე მნიშვნელოვანია წიგნების ფორმატი. პატარა ასაკის ბავშვისთვის ჯობს მცირე ფორმატის წიგნის შერჩევა, რომელსაც მარტივად დაიჭერს ხელში, გადაშლის მშობლის დახმარების გარეშეც.
პატარებისთვის აუცილებელია, რომ წიგნი იყოს მყარი გვერდებით. არ იხეოდეს ადვილად ფურცლები და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა მას პირში ჩაიდებს, მნიშვნელოვანია, რომ არ ძვრებოდეს ნაწილები. აირჩიეთ სქელი მუყაოს პრიალა გვერდებიანი წიგნი. ასეთი წიგნები მარტივადაც იწმინდება.
ბავშვებს ძალიან უყვართ გამოცანები და რითმოცანები. ისინი ძალიან კარგია აზროვნების განვითარებისთვის. გარითმული რითმოცანების დამახსოვრება მარტივია. შეარჩიეთ ისეთი წიგნი, სადაც რითმოცანებს დართული ექნება ნახატები. მაგალითად, ირაკლი ლომოურის „33 სახალისო რითმოცანა“.
„პალიტრა L”-ის საბავშვო წიგნების სერიაში თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების (ნათია ჯანაშია, ირაკლი ლომოური, მაია კარსელი, ლელა ცუცქირიძე, მაყვალა მრევლიშვილი, ნოდარ დუმბაძე, ეზოპე) იგავები, ლექსები, რითმოცანები და ამბები რიცხვებზე.
წიგნებს ახლავს ფერადი ილუსტრაციები, აქვს მყარი ფურცლები და მოსახერხებელი ფორმატი. წიგნების შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ, საიტზე: www.palitral.ge