ტელეწამყვან ირაკლი მაისურაძეს ორი შვილი ჰყავს - მარიამი და ერეკლე, უფროსი სტუდენტია, უმცროსი აბიტურიენტი. რა ასაკიდან მიაჩვია ისინი დამოუკიდებლობას, მათთვის მეგობარია თუ მაკონტროლებელი მამა, მისი აზრით, როდის არის საჭირო სიმკაცრე ან ლოიალურობა - ჟურნალისტი თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს.
- ყველაფერი კომბინირებულად უნდა იყოს. მე ვამბობ, რომ თუ მშობელი ხარ, ეს არის ძალიან დიდი გამოცდა. ვცდილობ, რომ მივყვე იმ ახალ მეთოდებს, რაც ბოლო წლების მანძილზე ბავშვის უფლებების დაცვას უკავშირდება, თუმცა ხშირად არ გამომდის და ზოგჯერ ისევ ძველქართულად მკაცრი ვარ. ზოგადად, უსაზღვრო მოთმინება გჭირდება. შვილისთვის უნდა იყო მეგობარიც, მშობელიც და ვთვლი, რომ ცოტა დიქტატორიც. ყველა შემთხვევა და ცხოვრებისეული მომენტი ბავშვებთან ურთიერთობაში თავის მიდგომას ითხოვს.
- როგორ არა, ვკითხულობდით და ვყვებოდით. ძილის წინ უფრო ზეპირად და მოკლე ზღაპრებს ვუყვებოდი იმიტომ, რომ ჩაძინების პრობლემა არასოდეს გვქონია. მერე თვითონ დაიწყეს კითხვა. ვთვლი, რომ ჩემი როგორც მშობლის, ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა ისაა, რომ შვილებს კითხვა შევაყვარე და ისინი გავზარდე თავდაჯერებულ ადამიანებად.
- კი იყო, ვთქვათ, ჩაიდანი რატომ დუღს?.. ბავშვის ენის გაგება ძნელია, სამი დღის მანძილზე ბიჭი ისტერიულად ტიროდა იმიტომ, რომ სჭირდებოდა ნატურა. ჯერ ვიფიქრეთ, ალბათ, ნატურალური რაღაც უნდოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აღმოჩნდა კარტოფილის პიურე - ასე ჩათვალა. სანამ ჩვენ ეს გავიგეთ...ერთ დღესაც სახლში მოვედი და ერეკლე მეუბნება - დარეჯანი ვარო. გაკვირვებული ვეუბნები: არა, შვილო, შენ ერეკლე ხარ, ბიჭი ხარ! არა, დარეჯანი ვარო, გაჯიუტდა. მერე გაირკვა, რომ რაღაც მულტფილმს უყურა, სადაც დარაჯები იყვნენ... დარაჯი დარეჯანად გადააკეთა.
- ბავშვს დღეში ასჯერაც შეგიძლია უთხრა, რომ ლამაზია, ჭკვიანია, ძალიან საყვარელია და უნდა შეაქო აუცილებლად, ამაზე ლიმიტი არ არსებობს. ოღონდ ეგოისტად არ უნდა გაზარდო, რომ უაზრო ამბიციები არ გაუჩნდეს. დროულად და საჭიროებისამებრ უნდა უთხრა ეს ყველაფერი და ამით შენი სიყვარული გამოხატო.
- ჩათვალეთ, რომ ამას ჩვილობიდან ვცდილობდით მეც და ჩემი მეუღლეც. თითქოს ძნელი წარმოსადგენია, არა? „მამაო ჩვენო“ ლაპარაკის დაწყებასთან ერთად ისწავლეს ჩემმა შვილებმა, დედამ ასწავლა. უმცროსმა ლოცვის დროს „პური ჩვენი არსობისა...“ თქვა და დაამატა კარტოფილი იმიტომ, რომ შემწვარი კარტოფილი უყვარდა. ალბათ, თვლიდა, რომ ლოცვის დროს ადამიანს შემწვარი კარტოფილი გამორჩა და ამიტომ ჩაამატა. 2 წლისა სრული სერიოზულობით და ენის მოჩლექით, ძილის წინ ასე ამბობდა ლოცვას კარგა ხნის მანძილზე, არ ავიწყდებოდა კარტოფილის ჩამატება.
მესამე კლასიდან თავისით დადიოდნენ, აღმაშენებელზე მუსკომედიის ტერიტორიიდან პირველ კლასიკურ გიმნაზიამდე. თითქოს მარტივია, ავტობუსში სხდებოდნენ და სკოლასთან ჩამოდიოდნენ, მაგრამ რამდენი ვინერვიულე, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე. მთელი წლის მანძილზე, ორივეს უკან ტაქსით მივყვებოდი, მათი უსაფრთხოების დასაცავად და არ უნდა შეემჩნიათ, რომ მეც იქ ვიყავი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რუსთაველი გადაკეტილი იყო, ავტობუსი სხვა გზით წავიდა და ბავშვიც სხვაგან ჩამოვიდა. თუმცა ტელეფონი ყოველთვის თან ჰქონდათ და კონტაქტიც მუდმივად გვქონდა. ჩემი შიში დავძლიე, ამათი დამოუკიდებლობის მისაღწევად. თუ გულგრილი მშობელი არ ხარ, სულ გგონია, რომ ბავშვს მოვლა სჭირდება, საჭმელი არ ჭამა, სითბო აკლია - ეს ყველაფერი გეჩვენება. ამ დროს კი ბავშვს თავისი ცხოვრება აქვს, რომლის წესებიც მისთვის უფრო მისაღებია და შენც უნდა მოერგო ამ წესებს.
- დღემდე ასეა, ხან ერთი და ხან მეორე ვართ მკაცრიც და ლმობიერიც. არც ერთს გაბუტვა, ჩხუბი, სიმკაცრე დიდხანს არ მიგვყვება და შესაბამისად, ბავშვებსაც. მე და ჩემი მეუღლე (ირაკლის მეუღლე მაგდა წულაიაა - რედ.) თანაბრად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას. როცა საჭიროა, სიმკაცრეს ვიჩენთ, თუ ლოიალურობა შეიძლება, მაგასაც არ დავზარდებით. მიმაჩნია, რომ საუბრით და ლოიალურობით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მარტო სიმკაცრით. არა მგონია, რომელიმე მშობელმა ყოველთვის შეძლოს, რომ ბავშვმა ცხრა ან ათ საათზე დაიძინოს, მით უმეტეს, თუ ის ათ წელს არის გადაცილებული, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, რომ რეჟიმი დაგვეცვა. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, ეს რეჟიმი თავად დამირღვევია, გარეთ წავსულვართ და გვიბოდიალია. თან გვისაუბრია იმაზე, რაც ვთქვათ, მე არ მომწონდა და მიმაჩნდა, რომ მისთვის არ იქნებოდა სასარგებლო. შედეგიც მიმიღია, მეორე დღეს ბავშვმა მითხრა - ვიფიქრე და გადავიფიქრეო.
- კი, დაუწყია თავისი იდეის განხორციელება. მერე მიხვდა შეცდომას და დროზე გამოფხიზლდა. მეც მითქვამს - გააკეთე! იმიტომ, რომ ჩემი ზედმეტი სიფრთხილის გამო, შეიძლება მას სიამოვნება მოეკლო, ან რაღაც მეტი გამოცდილება არ მიეღო. უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ მამა ვარ და განსაკუთრებულ ყურადღებას რომ ვაქცევ, ეს არაა გასაკვირი. სულ ვეუბნები ორივეს, რომ ჩვენთან საუბრისას შეეცადეთ, თქვენი უფლებები უფრო მეტად არგუმენტირებულად დაიცვათ და პოზიცია შემაცვლევინოთ. ამაზეც თანახმა ვარ, მსჯელობაში გზა ყოველთვის ჩანს ხოლმე.
- 10 წლის ბავშვი გაეროს კონვენციებით რომ დამელაპარაკა, მაშინ მივხვდი, რომ თანამედროვე აღზრდის მეთოდები კი არა, ჭკვიან ბავშვებთან მიდგომის სწავლა მჭირდებოდა. ეს რამ გამოიწვია? ვითხოვდი, რომ მეტი დრო დაეთმო მეცადინეობისთვის. წლის ბოლო იყო, არ მინდოდა, პედაგოგთან შერცხვენილიყო... კი, ცოტა ტირანული მიდგომა მქონდა: დაჯექი, იმეცადინე, თავი არ ასწიო, შენი ბოლო ნიშანი არ მომეწონა და ასე და ამ სტილში. მთელი დღე ისმინა ჩემმა ბიჭმა და ბოლოს გამომიცხადა: ჩემს უფლებებს არღვევ, რომელიც გაეროს ბავშვთა კონვენციით არის გათვალისწინებულიო.
- მრავალმხრივი ინტერესის გამო, წრეები იყო ამოუწურავი. ბიჭს უყვარს წიგნი, ჭადრაკი, სწავლა და კომპიუტერი, დარბაზში ვარჯიში. გოგონა შემოქმედი, ჰუმანიტარი ადამიანია - ხატავს, ქარგავს, ძერწავს, აპლიკაციებს აკეთებს, ქსოვს... ერთ დღეს შეიძლება თოჯინა გააკეთოს, მეორე დღეს - კედელზე აპლიკაცია შექმნას. მარიამი დიზაინერია (არქიტექტურული დიზაინი), მეორე კურსზე სწავლობს. რადგან ერეკლე უფრო კომპიუტერული მეცნიერებებისკენ მიდის, კონკრეტულ გადაწყვეტილებას - თუ რა უნდა, მალე მოგვახსენებს.
- დიახ, მეგობარი ექიმების დახმარებით ვისწავლე ავადმყოფის მართვა, მოვლა, მცირედი დიაგნოსტირება - ეს ცოტა ამბიციური განაცხადია, თუმცა ასეა.... ზოგადად, დედაჩემისგან ვიცი და ყოველთვის პატივს ვცემდი ხალხურ მედიცინას, რომელსაც არ ვთვლი პანაცეად, მაგრამ პრევენციისთვის, მსუბუქი შემთხვევებისთვის, ხალხური მედიცინა განსაკუთრებულად კარგია და შესაბამისად, მეც ვიყენებ ხოლმე ასეთ საშუალებებს, თუნდაც ბავშვების შემთხვევაში.
ნანული ზოტიკიშვილი