გიორგი გასვიანის შვილი გალაკტიონი 1 წლის გახდა. იუბილე მშობლებმა ოჯახურ წრეში აღუნიშნეს, მოგვიანებით კი მეგობრებთან ერთად წვეულებაც მოაწყვეს.
"გალა 1 წლის! ეს პატარა და ამავდროულად ყველაზე დიდი კაცუნა უკვე 1 წლის გახდა! არადა, როგორ ნათლად მახსოვს ის დღე, მის შესახვედრად რომ ვემზადებოდით. რაც შვილი მყავს, მივხვდი, რომ დრო საოცრად სწრაფად გარბის და აუცილებელია, რომ თითოეული წუთი/წამი დავაფასოთ და ერთად გავატაროთ სიყვარულში!
გალა ენით აღუწერელი შვილია! შეიძლება, უხერხულია შვილზე ასე საუბარი, მაგრამ ის არის ყველაზე კომუნიკაბელური, ტკბილი, თბილი, მუდამ მოღიმარი, გონიერი და ჭკვიანი ბიჭი, რომელიც მოვავლინე 24 დეკემბერს", - წერენ გალას მშობლები.