ახალ წელს დიასახლისებს ბევრი რამ აქვთ მოსასწრები. ამიტომ შრომის გასაიოლებელი ხერხები ყოველთვის საჭიროა. დიასახლისი ნათია ქიმერიძე გოზინაყის მომზადებასთან დაკავშირებით გვიზიარებს გამოცდილებას. ვინც დაჭრილი გოზინაყის დაფიდან აღებისას წვალობთ, გირჩევთ ამ ხერხს მიმართოთ:
"1,5 უკვე მოხალულ ნიგოზზე ვუკეთებ 1 კგ თაფლს. ნიგოზს საკანცელარიო დანით ვჭრი და დაჭრილს ვხალავ. სქელძირიან ტაფაზე დაბალ ცეცხლზე ვშუშავ თაფლს ნახევარი საათით.თუ თაფლი ნამდვილი და უშაქროა, ფერს ოდნავ იცვლის, თუ არა და მუქდება. ამ ნახევარ საათში ვურევ დაახლოები 5-ჯერ სულ რაღაც ერთი ორი წუთით. შემდეგ ვყრი ნიგოზს და ვტოვებ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით. გადმომაქვს პერგამენტზე , ვაფარებ ზემოდანაც პერგამენტს და ვბრტყელებ. ვჭრი, რომ შეგრილდება. სურვილისამბრ, ვისაც ძალიან ხრაშუნა უყვარს, შეუძლია ნიგოზთან ერთად შაქარიც დაუმატოს 2 ს/კ."