სულ მალე დადგება ახალი წლის ჯადოსნური ღამე, როცა სურვილები უნდა ჩავიფიქროთ, შევხვდეთ პოზიტიურად, რომ ასეთივე იყოს მთელი შემდგომი წელი.
კურდღელი მეოჯახე ცხოველია, ამიტომ უმჯობესია, ახალი წელი ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ. ამ ნიშანს ხმაურიანი წვეულებები არ უყვარს და მყუდრო, თბილი შეკრებები ურჩევნია. სტუმრების სიის შედგენამდე გაითვალისწინეთ, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, კურდღელს უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია არ მოსწონს და ახლობლების გარემოში ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. ამიტომაც, შეკრიბეთ ოჯახის წევრები და ახლობლები, მოაწყვეთ მყუდრო გარემო და მშვიდად აღნიშნეთ ეს დღე.
სახლის გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ ლურჯი, ოქროსფერი, შოკოლადისფერი, მწვანე ფერები. კურდღელს მკვეთრი ფერები არ უყვარს და ურჩევნია, უფრო მყუდრო ჩრდილებს მიანიჭოს უპირატესობა. მაგიდისა და ოთახების დეკორაციაში თავი უნდა აარიდოთ გველის, გეპარდის და ა.შ. პრინტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წლის მთავარი სიმბოლო თავს უადგილოდ იგრძნობს.
საახალწლო სუფრაზე ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, მენიუდან აუცილებლად გამორიცხეთ კურდღლის ხორცი. უპირატესობა კი ქათმის, ღორის ხორცსა და თევზეულს მიანიჭეთ. აუცილებლად გააკეთეთ სალათები, რომლებშიც ბევრ მწვანილს გამოიყენებთ. ზოგადადაც, ჯობს საახალწლო სუფრაზე ბევრი მწვანილი გქონდეთ. არ მოამზადოთ ძალიან ბევრი და ცხიმიანი საკვები. საკუთარი ხელით მოამზადეთ ნამცხვრები, ფუნთუშები და სუფრა გააფორმეთ. ასე წლის მთავარ სიმბოლოს სიმყუდროვის განცდას შეუქმნით და ისიც ბედნიერებითა და სიხარულით დაგაჯილდოვებთ.
ასევე გთავაზობთ ბევრ იდეას, როგორ მოამზადოთ სალათი "კურდღელი", კურდღლის წელის პატივსაცემად. შიგთავსი ნებისმიერი შეიძლება იყოს, ოლივიედან დაწყებული, ქათმის სალათით, მხალით, ე.წ. "შუბით" და სხვა სალათეულობით დამთავრებული, ზემოდან კი გააფორმოთ ასე და დაამსგავსოთ კურდღელს.
ასევე გთავაზობთ სუფრის გაფორმების და საახალწლო კერძების რამდენიმე იდეას: