საახალწლო განწყობა ყველგან იგრძნობა და სადღესასწაულო ფოტოებს პოლიტიკოსებიც ავრცელებენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური ოჯახური ფოტოთი მიულოცა საზოგადოებას ახალი წელი.
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესა და უმცროს ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ოჯახურ გარემოში შეხვდნენ ახალ წელს.
თბილისის მერი კახა კალაძე ახალ წელს თბილისის ცენტრში, მთავარ საახალწლო კონცერტზე შეეგება. მისმა მეუღლემ კი საახალწლო ფოტოსესიაში მარტომ მიიღო მონაწილეობა.
არჩილ თალაკვაძეც ქუჩიდან, სანტას ქუდში გადაღებული ფოტოთი გამოჩნდა.