ბლოგერი თამაზ ლოხიშვილი წლის ბოლოს "რუსთავი 2"-ის რეალურ შოუში მონაწილეობდა და ფინალში გასვლაც მოახერხა. სწორედ ფინალის დღეს, საახალწლოდ მოუწყვეს სიურპრიზი და პირდაპირ ეთერში ემიგრაციაში მყოფ დედას შეახვედრეს.
"რამდენი რამის დაწერა მინდა ყველაზე მეტად კი რამდენი მადლიერების გამოხატვა! რთულია ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა, ყველა ამ დადებითი ემოციის რაც ამ ხნის განმავლობაში თქვენგან მივიღე. რთული მაგრამ საპასუხისმგებლო გზა გავიარე, ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ბევრთან დავმეგობრდი და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი სიყვარულით ისე ავივსე, მთელი ცხოვრება გამყვება.
მადლობას ვუხდი რუსთავი-2-ს და მთლიან პროდაქშენს, "პრაიმ ჰაუსის" გუნდს ამ შესაძლებლობისთვის, ყველაზე დიდი მადლობა იმისათვის, რომ საახალწლო სასწაული რეალობად მიქციეთ და 3 წლის უნახავ, მონატრებულ დედას ჩამახუტეთ. ჩემთვის ესაა ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება მომეგო ცხოვრებაში..." - წერს ის სოციალურ ქსელში.