ამ ტესტში ქულებს კი არა გეომეტრიულ ფიგურებს ირჩევ ამ ტესტში ქულებს კი არა გეომეტრიულ ფიგურებს ირჩევ და ბოლოს მათი სიმრავლის მიხედვით იღებ შედეგს
1. ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება, შენ აკეთებ...
ა) დღესვე - (წრე);
ბ) მეორე დღისთვის გადამაქვს - (კვადრატი);
გ) საერთოდ არ ვაკეთებ - (სამკუთხედი).
2. შეამჩნიე, რომ შენი ფეხსაცმელები ჭუჭყიანია. შენ...
ა) მაშინვე გავასუფთავებ - (წრე);
ბ) დედას ვთხოვ, გამიწმინდოს - (კვადრატი);
გ) წავალ ასეთი ბინძური ფეხსაცმელებით. რა მოხდა? - (სამკუთხედი).
3. ძალიან გშია, მაგრამ სახლში პური არ არის. შენ...
ა) ჩავდივარ მაღაზიასი და ვყიდულობ პურს - (წრე);
ბ) პურის გარეშე ვსადილობ - (კვადრატი);
გ) დედას ვთხოვ, პური ამოიტანოს - (სამკუთხედი).
4. ყველა საშინაო დავალებას ასრულებ, რასაც სკოლაში (ბაღში) გაძლევენ?
ა) ვცდილობ - (წრე);
ბ) მასწავლებლები იმდენ დავალებას მაძლევენ, რომ იმას რა შეასრულებს - (სამკუთხედი);
გ) დედა მეხმარება დავალებების კეთებაში - (კვადრატი).
5. ტელევიზორის ყურებისას წყალი მოგწყურდა. შენ...
ა) მივდივარ სამზარეულოში და ვსვამ წყალს - (წრე);
ბ) დედას ვთხოვ, მომიტანოს - (კვადრატი);
გ) ვაგრძელებ ტელევიზორის ყურებას - (სამკუთხედი).
6. როცა თამაშს მორჩები და ყველა სათამაშო ძირს ყრია. შენ...
ა) სათამაშოებს თავის ადგილას ვალაგებ - (წრე);
ბ) დედას ვთხოვ, დაალაგოს ოთახი - (კვადრატი);
გ) რატომ დავალაგო, მეორე დღეს ხომ მაინც უნდა გადმოვყარო - (სამკუთხედი).
7. დილით ადგომისას ვინ გაცმევს ტანსაცმელს?
ა) ჩემით ვიცვამ - (წრე);
ბ) დედა მაცმევს - (კვადრატი);
გ) თუ არ ჩამაცმევენ, სულ არ წავალ სკოლაში - (სამკუთხედი).
8. გიყვარს ზღაპრების კითხვა?
ა) ძალიან - (წრე);
ბ) სურათების დათვალიერება მირჩევნია - (კვადრატი);
გ) ზღაპრებს დედა მიკითხავს ხოლმე - (სამკუთხედი).
შეაჯამე დაგროვილი ფიგურები და წაიკითხე შედეგები.
- თუ შენს პასუხებში სჭარბობს "წრე", ე.ი. ძალიან ბეჯითი, შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი ხარ. გირჩევნია ყველაფერი თავად გააკეთო, თანაც დაუზარებლად. თითქმის არასდროს ამბობ სიტყვას "მეზარება".
- თუკი შენს პასუხებში ბევრი "კვადრატია", ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ზარმაცობ. გინდა, რომ ლამაზადაც გამოიყურებოდე, ყველაფერიც იცოდე, თუმცა ამისთვის არაფერს აკეთებ, რადგან გეზარება. შეეცადე, სიზარმაცე დასძლიო და შენი გასაკეთებელი ყოველთვის თავად გააკეთო.
- თუკი "სამკუთხედები" სჭარბობს შენს პასუხებში, შეგვიძლია თამამად გითხრათ, რომ ძალიან ზარმაცი ხარ. თუკი ასე გააგრძელე, იცოდე, მომავალში ვერაფერს მიაღწევ. ისწავლე საქმის კეთება და შენ მაგივრად ნურავის დაასაქმებ.