ფსიქოლოგიური ტესტები, თავსატეხები, გამოცანები ხშირად ტვინის მუშაობას აუმჯობესებს და მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ადვილად გამოკვეთს. მეცნიერები ამბობენ, რომ ტვინის მუდმივი ვარჯიში დადებით შედეგს იძლევა და ადამიანებს ეხმარება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჯანსაღი აზროვნება და მხედველობა შეინარჩუნონ. დღევანდელი თავსატეხითაც შეგიძლიათ შეამოწმოთ საკუთარი თავი. სურათზე ბევრი სხვადასხვა ნივთი და საგანია გამოსახული. ერთი შეხედვით, აქ სათვალის აღმოჩენა რთულია, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, ამოცანას მარტივად გაუმკლავდებით. ამავე ფოტოზე ოსტატურადაა დამალული ბანანი, თევზი, ფანქარი, ნემსი. იმისათვის, რომ თავსატეხი უფრო სახალისო გახადოთ, დააყენეთ ტაიმერი და ეცადეთ, რაც შეიძლება მოკლე დროში აღმოაჩინოთ ყველა ნივთი. თუმცა, მთავარი ამოცანაა, რომ ფოტოზე სათვალე იპოვოთ. ტესტის ავტორების თქმით, თუ ამ არეულობაში სათვალეს აღმოაჩენთ, დემენცია არ გემუქრებათ.
თუ დამალული ნივთების აღმოჩენა ვერ შეძელით, ან 18 წუთზე მეტი დაგჭირდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მხედველობასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გაქვთ. სწორი პასუხი კი ასეთია: