მაია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია, ბოლო პერიოდში ამერიკაში ცხოვრობს და იქ გეგმავს კარიერის აწყობას. ამერიკაშივე გამოჩნდა მის ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი გიორგი რაზმაძის სახით, რომელმაც ლიზას მის დაბადების დღეზე ხელი სთხოვა. სასურველი თანხმობაც მიიღო.
ლიზა ახალ ჩასული იყო ამერიკაში, რომ მალევე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები გიორგისთან ერთად. მაშინვე გავრცელდა ხმები მისი გათხოვების შესახებ, თუმცა მაშინ მაია ჯაბუამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ლიზა ჯერ გათხოვებას არ აპირებდა: "გეგმავს, რომ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს, კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდეს, ჯერ ბიუროკრატიულ საკითხებს გადის, მუშაობის უფლება უნდა მოიპოვოს".
როგორც ჩანს, წყვილმა მაინც გადაწყვიტა ურთიერთობის გაოფიციალურება და სავარაუდოდ, ამას დაქორწინებაც მალე მოჰყვება.