თუ ბავშვი პირველად მიგყავთ თოვლიან კურორტზე, ბარგის ჩალაგებისას ალბათ კითხვები გიჩნდებათ - რა უნდა წაიღოთ აუცილებლად თან. ამ საკითხში გამოცდილი მშობლების რჩევები შევკრიბეთ და წარმოგიდგენთ იმ ნივთების სიას, რომლებიც ბაკურიანში ან სხვა თოვლიან კურორტზე წასვლისას უნდა წაიღოთ.
- წყალგაუმტარი ტანსაცმელი. შეიძლება ეს ერთიანი კომბინიზონიც იყოს და ცალკე შარვალი ქურთუკით. რა თქმა უნდა, რაც უფრო დათბილული და კარგი ხარისხის იქნება, მით უკეთესი. ასეთი სამოსი 2 წყვილი მაინც დაგჭირდებათ, რადგან რომც არ დასველდეს, თამაშისას მაინც ისვრება და გამოსაცვლელი საჭიროა.
- თუ კომბინიზონი ძალიან თბილია, მის ქვეშ რეოტუზის ჩასმაც საკმარისი იქნება, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ არც ისე თბილია თოვლში სათამაშოდ, მაშინ თბილი შარვლებიც წაიღეთ.
- ხელთათმანები 2-3 წყვილი. თუ წყალგამძლე იქნება, უკეთესია.
- თბილი წინდები
- თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი 2 წყვილი მაინც, რომელიც წინასწარ დარწმუნდით, რომ თოვლზე არ ცურავს.
- სათხილამურე სათვალე ციგაზე სრიალის დროსაც გამოგადგებათ
- ქუდი ასევე 2-3 ცალი, რადგან ისიც სველდება და რეში ერთი ქუდი არ გეყოფათ.
- კაშნეც საჭიროა, თუმცა უფრო პრაქტიკულია ქუდები, რომლებსაც კაშნესავით შესაკრავები აქვს.
- თბილი ტანსაცმელი საჭიროა, თუმცა ბევრად პრაქტიკულია თერმო ტანსაცმელი, რომელიც ფიზიკურად თხლია, თუმცა ძალიან თბილი. ბავშვი გაჭედილი ჩაფუთნული არ იქნება და თავისუფლად იმოძრავებს.
- წამლები - სიცხის დამწევი, გაზების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ჭრილობის დასამუშავებელი, დიარეის საწინააღმდეგო.
- მზის დამცავი კრემი, ასევე მალამო, რომელიც სიცივის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ასევე ტუჩის ბალზამი.
- სათამაშოები, რომლითაც შინ ყოფნისას გაერთობა. ვედრითა და ნიჩბით პატარები თოვლში ძალიან კარგად ერთობიან.
შეგიძლიათ თქვენი გამოცდილი რჩევები კომენტარებში შემოგვთავაზოთ.