ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია, ევროპოპის მიერ შექმნილ სერიაში "გასვლითი შეხვედრა" კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემასა და მასწავლებლების დამოკიდებულებაზე საუბრობს. კაშია აღნიშნავს, რომ დისლექტიკია და ამის გამო ბავშვობაში სკოლაში არაერთხელ გახდა ბულინგის მსხვერპლი.
- დისლექტიკი ვარ. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია. ასოები მერევა. რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის. მთელი ბავშვობა გავიზარდე იმ აზრით, რომ კითხვაში კარგი არ ვარ, მასწავლებელი რომ ამაყენებდა, წამაკითხებდა რაღაცას, ვერ ვკითხულობდი. მეუბნებოდა, "დაჯექი, შტერო, დებილო, გაუნათლებელო..." მთელი ბავშვობა მქონდა კომპლექსი. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და ინგლისურის სწავლა არ დავიწყე. იქ მასწავლებელმა მითხრა, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ეს სიტყვა. წავედი და ტესტები გავიარე. საქართველოში მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს. სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება ვერ გავიგებდი, რომ დისლექტიკი ვარ.