ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი პროდიუსერი რატი აბზიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს."დაგვტოვა" - წერს კიკაბიძის პროდიუსერი.
ბუბა კიკაბიძის პირადი ცხოვრება ნაკლებად გასაჯაროებული იყო. პრესასთან პირად ცხოვრებაზე ცოტას საუბრობდა. მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობთან მას ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია, რომ ბუბამ მარინა, როგორც საკუთარი შვილი, ისე გაზარდა. მეუღლესთან კი საერთო ვაჟი შეეძინა, კოკა კიკაბიძე, რომელიც ოჯახთან ერთად უმეტესად კანადაში ცხოვრობს. ბუბა კიკაბიძეს ორივე შვილისგან შვილიშვილები და შვილთაშვილიც ჰყავს"
"ბუბა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია! არის უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც მამობა დროულად გამიწია! 7 წლის ასაკიდან მან გამზარდა...ჩვენ ძალიან შეკრული ოჯახი ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ, სულ ერთმანეთზე ვზრუნავთ... ბუბა ძალიან ბედნიერია იმით, რომ ჩემი მხრიდანაც და კოკას მხრიდანაც უკვე შვილიშვილები ჰყავს. შვილთაშვილიც ჰყავს, ჩემი ბიჭის შვილი - ალექსანდრა. ვინაიდან მეც ბიჭი მყავს და კოკას შვილებიც ბიჭები არიან, ქალბატონი მხოლოდ ალექსანდრა გვყავს ჯერჯერობით და ბუბა მასზე გიჟდება. მთელი ყურადღება ალექსანდრაზეა ახლა." - აცხადებდა მარინა საღარაძე ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები