წამლების სია, რომლებსაც აფთიაქები ძვირად ვეღარ გაყიდიან - ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ჩამონათვალს აქვეყნებს - მშობლები

წამლების სია, რომლებსაც აფთიაქები ძვირად ვეღარ გაყიდიან - ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ჩამონათვალს აქვეყნებს

2023-01-16 10:52:23+04:00

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი დამტკიცდა, რომლის თანახმადაც, ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს.

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. სამინისტროს განმარტებით, ცვლილების შედეგად მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასი აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული და აფთიაქები მოცემული მედიკამენტების უფრო ძვირად ვეღარ გაყიდიან.

იხილეთ წამლების სია