შაკირას შურისძიება - ყოფილი დედამთილის სახლის მოპირდაპირე აივანზე ჯადოქრის ფიტული დადგა და თავის ახალ სიმღერასაც დაუსრულებლად ასმენინებს - მშობლები

შაკირას შურისძიება - ყოფილი დედამთილის სახლის მოპირდაპირე აივანზე ჯადოქრის ფიტული დადგა და თავის ახალ სიმღერასაც დაუსრულებლად ასმენინებს

2023-01-16 11:11:40+04:00

როგორც ჩანს, ცნობილი მომღერალი შურისძიების სერიოზულ კამპანიაში ჩაერთო. მას მერე, რაც ყოფილი ქმრის - ფეხბურთელ ჟერარ პიკეს ღალატზე სიმღერა გამოუშვა და უკვე მილიონობით ნახვა დააგროვა, ამჯერად ყოფილი დედამთილისთვის მოიცალა -ესპანეთში თავისი სახლის აივანზე ისე დადგა ჯადოქრის ფიტული, რომ ჟერარ პიკეს დედის სახლისკენ იმზირება.

63c49273251b363c49273251b4167382693163c49273251ad63c49273251b0-1673853537.jpg

გარდა ამისა, ახალ სიმღერას რთავს მთელ ხმაზე, რომ მთელ არემარეს ესმის და რა თქმა უნდა, ყოფილ დედამთილსაც.

ამ სიმღერაში ყვება შაკირა, როგორ უღალატა პიკემ 23 წლის სტუდენტ გოგონასთან. თუმცა ცნობილია, რომ პიკე მანამდეც ღალატობდა თავისი ორი შვილის დედას, რამაც საბოლოოდ მათი განქორწინება გამოიწვია.

სიმღერაში პიკეს დედაც არის ნახსენები. ამბობენ, რომ შაკირას ყოფილ დედამთილთან მას მერე გაუფუჭდა ურთიერთობა, რაც მან შვილის მორიგი საყვარელი სიამოვნებით მიიღო სახლში.

8b2263989613304e4516d063b29dfac9-1673853706.jpg