სწავლის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს ძალიან მტკივნეულად განიცდიან ბავშვებიც და მათი მშობლებიც. ამ პრობლემების ერთ-ერთი ხშირი მიზეზი დისლექსიაა - სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. რა თქმა უნდა, პრობლემის დროულ აღმოჩენაზე დიდწილადაა დამოკიდებული ბავშვის განვითარება და მის მომავალი. როგორ ამოვიცნოთ დისლექსია და რა ნიშნები ახასიათებს მას სხვადასხვა ასაკში? ამის შესახებ ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი წერს:
წინასასკოლო პერიოდის ნიშნები დისლექსიის დროს:
- თავს არიდებს და უჭირს ლექსების სწავლა/თქმა. ვერ იმახსოვრებს, ვერ მღერის საბავშვო რითმებს.
- უჭირს მარტივი ორეტაპიანი დავალებების შესრულება (რამდენიმეეტაპიანი დავალების მიყოლის სირთულე, ვერ იმახსოვრებს ეტაპების თანმიმდევრობას)
- უჭირს მიმართულებების განსაზღვრა. ვერ არჩევს მარჯვენა-მარცხენას.
- უჭირს ანბანის ასოების ამოცნობა.
- აქვს უფრო მწირი ლექსიკა, ვიდრე იმავე ასაკის სხვა ბავშვებს; უჭირს ახალი სიტყვების სწავლა.
7-8 წლის ასაკის ბავშვების დისლექსიის ნიშნებია:
- უჭირს ასოების დამახსოვრება /სწავლა, ბგერას და სიმბოლოს ვერ აკავშირებს ერთმანეთთან.
- მისთვის დამაბნეველია ასოები, რომლებიც გამოსახულებით ჰგვანან ერთმანეთს, ან ჟღერადობა აქვთ მსგავსი .
- უჭირს ხშირად გამოყენებული სიტყვების ამოკითხვაც კი, როგორიცაა მაგალითად კატა, განსაკუთრებით თუ არ ახლავს ვიზუალური განმამტკიცებელი.
- ჩაანაცვლებს სიტყვებს ხმამაღლა კითხვისას,
- უჭირს ცალკეული ბგერების გამოყოფა სიტყვებში და ბგერების სინთეზი სიტყვის შესაქმნელად.
- უჭირს სიტყვების სწორად გახსენება და წერა. სასვენი ნიშნების გამოყენება, სიტყვებს შორის სივრცის დაცვა. სხვა მართლწერის წესების გამოყენება.
8-11 წლის ასაკის ბავშვების დისლექსიის ნიშნებია:
- ტოვებს ან უბრალოდ ვერ ამჩნევს მოკლე სიტყვებს ხმამაღლა კითხვისას.( „რომ, რათა, და“) უჭირს ახალი სიტყვების ამოკითხვა, დამახსოვრება,
- უჭირს მარტივი და ძალიან ნაცნობი სიტყვების სწრაფად ამოცნობა კითხვისას.
- ვერ მიანიშნებს წაკითხულის შინაარსზე, ვერ გაიხსენებს ძირითად ფაქტებს წაკითხულიდან.
- ხშირად უშვებს ერთსა და იმავე სახის შეცდომებს, როგორიცაა ასოების სარკისებური წერა.
- არასწორი მართლწერა, ისევე როგორც ერთი და იგივე სიტყვის სწორად და არასწორად წერა ერთსა და იმავე სავარჯიშოში ერიდება კითხვის პროცესს, ფრუსტრირებულია და ისტრესება, ღიზიანდება კითხვისას
დისლექსია მოზარდებსა და ზრდასრულებში
- კითხულობს ძალიან ნელა, ხმამაღლა კითხვისას სრულად გამოტოვებს მოკლე სიტყვებს ან ნაწილს მრავამარცვლიანი სიტყვებიდან.
- უჭირს გაიხსენოს ძალიან ცნობილი და ყოველდღიურად გამოყენებული აბრევიატურებიც კი.
- ხშირად უჭირს ხუმრობის მიღება /გაგება ან იდიომების გაგება.
- ძალიან დიდ დროს ანდომებს კითხვით გაშუალებული დავალებების შესრულებას.
- სჭირდება რამდენჯერმე წაკითხვა აზრის გამოსატანად.
- ყლაპავს, ანაცვლებს ან ამატებს მარცვლებს კითხვისას ან წერისას,
- ჟურნალებს და მოკლე სტატიების კითხვას ამჯობინებს წიგნების და რომანების კითხვას.
- უცხო ენის სწავლა უჭირს, თავს არიდებს ისეთ სამსახურს, საქმეს, რაც კითხვას საჭიროებს.