ძლიერი გენები - ჯინა ლოლობრიჯიდას შვილიშვილის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა - მშობლები

ძლიერი გენები - ჯინა ლოლობრიჯიდას შვილიშვილის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა

2023-01-17 08:42:58+04:00

ცნობილ იტალიელ მსახიობს ჯინა ლოლობრიჯიდას, რომლიც 16 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთადერთი ვაჟი დარჩა. ულამაზესი ჯინა 1949 წელს გათხოვდა იუგოსლავ მილკო სკოფიჩზე, თუმცა მხოლოდ 1957 წელს გახდა დედა. ვაჟს მამის პატივსაცემად მილკო-უმცროსი დაარქვა. კარიერისთვის თავი არ დაუნებებია და პირიქით, ამ პერიოდში იყო სწორედ პიკზე. ხოლო1971 წელს, როცა ქმარს გაეყარა, ფაქტობრივად მაშინვე გადაინაცვლა კინომ მისთვის მეორე ადგილზე - ხატვასა და ფოტოგრაფიაზე გადაერთო.

616e72c158a70369e980b450bf680fd6.jpg
ჯინა მეუღლესა და შვილთან ერთად

მისი ყოფილი ქმარი 1979 წელს ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ერთადერთმა ვაჟმა კი წარმატებით აიწყო პირადი ცხოვრება და 1994 წელს გახდა მამა. მასაც ვაჟი ეყოლა, რომელსაც დიმიტრი დაარქვეს.

120003-13812265121673881643-1673937959.jpeg

დიმიტრი სკოფიჩი დღეს წარმატებული მოდელია, სამსახიობო კარიერა ჯერჯერობით არც ისე აქტიური აქვს. მშვენიერი ბებიისგან ერგო მემკვიდრეობით გამორჩეული გარეგნობა და მის შესახებ ხშირად წერენ.

gina-nieto-770-1-1673937959.jpg

120003-14510680101673881116-1673937959.jpeg

user-male-portrait-1673937959.jpg

როგორია ახლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა და ცნობილი ცეკვა ნოტრ-დამის წინ