ცნობილი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი 59 წლის გახდა. ეკამ, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ეს დღე ორ ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში აღნიშნა. ნინი ბადურაშვილმა, ქეთო თოფურიძემ და ნინის ქალიშვილმა ელენემ ეკას იუბილე ორიგინალური ტორტით და მხიარული წვეულებით მიულოცეს.