ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ ახალგაზრდობისდროინდელი და რამდენიმე ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. 1990-იანი წლების ბოლოს გადაღებულ ფოტოებზე მას ჯერ არ აქვს რინოპლასტიკა გაკეთებული და არც იმპლანტები ჩასმული, თუმცა თავადვე აწერს ფოტოებს, რომ მიუხედავად ამისა, ყოველთვის გემოვნებიანი და ტრენდული იყო.
ნინო მშობლების ფოტოებსაც აქვეყნებს.
სოციალურ ქსელში წერს ასევე, თუ რა არის მისი ცხოვრების მთავარი წესი:
"ქალს აქვს უფლება, არ იყოს ლამაზი, მაგრამ არ აქვს უფლება, არ უყვარდეს საკუთარი თავი. ეს არის ჩემი ცხოვრების ორი მთავარი წესი".