2022 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების შემდეგ კი ივანას 34$-მილიონიანი ქონება მის შვილებს, მეგობრებსა და ფონდს შორის გაიყო.
ყველაფერი, რაც ივანასთვის ძვირფასი იყო: ძაღლი, ტანისამოსი და მრავალმილიონიანი ქონება, მისთვის ძვირფას ადამიანებს დაუტოვა. საინტერესოა, რომ ქონებიდან წილი ტრამპების სახლში მომუშავე ძიძასაც ერგო.
ივანამ ქონების ძირითადი ნაწილი, მათ შორის სამკაულების და ბეწვეულის კოლექციის გაყიდვიდან მიღებული თანხებიც სამ შვილს უანდერძა: დონალდ ტრამპ ჯუინიორს, ივანკა ტრამპს და ერიკ ტრამპს. დარჩენილი ტანსაცმელი "წითელ ჯვარს“ და "ხსნის არმიას“ გადაეცა.
რაც შეეხება ივანას უძრავ ქონებას, რომელიც მას საფრანგეთში, აშშ-სა და ჩეხეთში ჰქონდა, შვილების და დონალდ ტრამპის საერთო საკუთრებად დაასახელა.
დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლის ფლორიდის სახლი, რომელიც 1 148 407$-ად არის შეფასებული ერგო ქალს, რომელიც წლების წინ ივანას სახლში მისი შვილების ძიძად მუშაობდა და შემდგომ ივანასთან მეგობრობდა. განაგრძეთ კითხვა