ნიჭიერი ბავშვები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში: ხვდებიან სატელევიზიო გადაცემებში, საგაზეთო სტატიებში. შეიძლება იფიქროთ, რომ ახალ თაობაში მეტი და მეტი ვუნდერკინდია. თუმცა ეს ასე არ არის, უბრალოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით უფრო ხშირად ვიგებთ მათ შესახებ.
თითოეულ თაობაში ნიჭიერი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც განვითარებით ასაკს უსწრებენ, მეტ-ნაკლებად ყოველთვის ერთნაირი იყო. კლასში, როგორც წესი, ერთი გამორჩეული ბავშვია, მოსწავლეთა მესამედი კარგად სწავლობს, მეორე მესამედი შედგება ბავშვებისგან, რომლებიც საშუალო დონეზე სწავლობენ, ხოლო მეორე მესამედი საშუალოზე ნაკლებად ითვისებს პროგრამას. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვს იმაში, რომ თავისი განსხვავებულობა ადეკვატურად აღიქვას და მოტივაციაც არ დაეკარგოს, გარშემომყოფებმა უნდა გაუგონ და მხარი დაუჭირონ მათ.
ვის არ უნდა გამორჩეულად ნიჭიერი შვილი ჰყავდეს? მშობელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეს ბედის საჩუქარი ჰგონია, თუმცა გამორჩეულ ნიჭს თავისი სირთულეები ახლავს. ნიჭიერ ბავშვებს ხშირად უწევთ სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავება. ემოციურმა ტრავმებმამ კი შეიძლება საერთოდ დაუკარგონ წინსვლის ყოველგვარი სურვილი და მოტივაცია. ამიტომ, მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ასეთ ბავშვს: გამორჩეული ნიჭი ხომ ადრეულ ბავშვობაშივე შესამჩნევია.
იმის თქმა, რომ ნიჭიერი ბავშვი საშუალოსგან მხოლოდ IQ-ის დონით განსხვავდება, შეცდომაა. ინტელექტის კოეფიციენტი არ არის პიროვნების საზომი. ანუ ნიჭიერება მხოლოდ ინტელექტით არ იზომება. ნიჭიერების კონცეფცია მოიცავს როგორც ინტელექტუალურ პოტენციალს, ასევე ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და ბევრად უფრო მეტს.
ვუნდერკინდი ნამდვილად განსხვავდება ინტელექტის შესაძლებლობებით, მაგრამ ეს განსხვავება ხარისხობრივია და არა რაოდენობრივი. მაგალითად, მეცნიერულად დადასტურდა, რომ ვუნდერკინდები თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს განსაკუთრებულად „იყენებენ“ (მაშინ, როცა ადამიანების უმეტესობა „სარგებლობს“ მარცხენათი), ეს აძლევს მას ინტელექტს, რომელიც უფრო „ინტუიციურია“, ვიდრე ლოგიკური. ასევე ცნობილია, რომ ინფორმაცია უფრო სწრაფად მუშავდება მარჯვენა ნახევარსფეროში, რადგან ის გადანაწილებულია ტვინის ყველა სტრუქტურაში, რაც იწვევს ნეირონების რეალურ ჰიპერაქტიურობას.
ასევე შეიძლება დავამატოთ, რომ ვუნდერკინდებს აქვთ ინფორმაციის ძალიან ეფექტური სენსორული აღქმა: ანუ, მათ აქვთ უკეთესი, ფართო და სიღრმისეული აზროვნება, სმენა საშუალებას აძლევს მათ მოისმინონ და აღიქვან ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან ერთდროულად.
ნიჭიერი ბავშვი დაჯილდოებულნი არიან განსაკუთრებით მგრძნობიარე ბუნებით, მათ გარშემო არსებული სამყაროს გაძლიერებული აღქმით, განიცდიან ძლიერ ემოციებს იქნება ეს სიყვარული, რისხვა თუ შიში. მათ განსაკუთრებით აქვთ განვითარებული ემპათია (თანაგრძნობის უნარი, სხვისი ემოციების გაგება) და სამართლიანობის გრძნობა. ის აღშფოთებულია უსამართლობის ნებისმიერი გამოვლინებით, ამიტომ ყველაფერში ეძებს მნიშვნელობას, სიმართლეს და სამართლიანობას. მის იდეალებთან შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული იმედგაცრუება. ამის მიუხედავად, რა სირთულეებიც არ უნდა შეხვდეს გზაზე, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვს წარმატების ყოველთვის გაზრდილი შანსები აქვს. მთავარია, მათ სათუთ ბუნებას გამოუსწორებელი ტრავმა არ მიადგეს. სწორედ ამაშია მშობლების მთავარი ამოცანა, რომ მაქსიმალურად შეუქმნან ისეთი გარემო, სადაც თავს რეალიზებულად იგრძნობს.
მშობლებმა შეიძლება ადრევე შეამჩნიონ, რომ მათი შვილი გამორჩეული შესაძლებლობებით არის დაჯილდოებული. მაგრამ არ უნდა იჩქაროთ დასკვნების გაკეთება: ამ სიიდან ერთი ნიშანი საკმარისი არ არის, თუმცა არც ყველა პუნქტის დაკმაყოფილება არ არის აუცილებელი.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი უსწრებს განვითარების ზოგად ნორმებს და ის არ არის ჩვეულებრივი, მაშინ რეკომენდირებულია მიმართოთ ფსიქოლოგს სრული გამოკვლევისთვის. ეს შეფასება არავითარ შემთხვევაში არ არის გამიზნული ბავშვისთვის დიაგნოზის მისანიჭებლად. არა! საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა დაეხმაროს ბავშვს და მის მშობლებს, უკეთ გააცნობიერონ, რა სირთულეები შეიძლება წააწყდნენ და დაადგინონ, რა უნარ-ჩვევები და რესურსები აქვს მას, რაზე გაამახვილოს ყურადღება. ეს დაეხმარება მას საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობის ჩამოყალიბებაში.
ნიჭიერ ბავშვებს, როგორც არავის, სჭირდებათ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. ასე სწავლობენ თავიანთი განსხვავებებით ცხოვრებას და წინ მიდიან. ისინი, ვისაც ეს კარგად გამოუვიდა, ზრდასრულ ასაკში აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საყვარელი ადამიანებს ესმოდეთ შენი და ადეკვატურად აღგიქვამდეს საზოგადოება.