მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც ძირითადად გერმანიაში მოღვაწეობს, ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნათია ორსულად არის და პირველ შვილს ელოდება. ნათიამ მისი მეუღლის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში შემდეგი ტექსტით:
"არ ვიცი, როგორ შეიძლება აღვწერო ორსულობა, მგრამ ვიცი, რომ ჩემს სხეულში ორი გული ძგერს ისე, როგორც ერთი... ეს ჯადოსნური რამაა.
P.S. ეს ჯადოსნური ფოტოები ჩემმა სიყვარულმა დავით ზურაბაშვილმ გადაიღო".