ქართულ ტელესივრცეში მსახიობ ნიკო ნანიტაშვილის, როგორც ტელეწამყვანის გამოჩენამ, ბევრი მისი თაყვანისმცემელი გაახარა. ნიკო შოუშიც - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობდა და თავისი ნიჭიერებით კიდევ მეტი გულშემატკივარი შეიძინა...
- როცა "თავისუფალი ტური" იყო, რატომღაც, "ჯაივი" მომივიდა თავში. ყველაზე დიდი სიამოვნებაც ამ ცეკვის შესრულებისას მივიღე და დიდი სიამოვნებით შევასრულებდი კიდევ ერთხელ.
- მგონია, რომ გემოვნებიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ისე ვიცვამ, როგორც მომწონს და არა ისე, როგორც ყველა (იცინის).
- კონკრეტული პიროვნება არ ყოფილა, ვინც ზეგავლენა მოახდინა. საერთოდ, ინგლისური სტილის სამოსი ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვამბობ, - ძველ საუკუნეებში რომ ვცხოვრობდე, კარგი იქნებოდა-მეთქი, რადგან ცოტათი "გამოწკეპილი" სიარული მიყვარს. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ასე ვერ დავდივარ, მაგრამ როცა ფრაკი, პიჯაკი თუ ჟილეტი მაცვია, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ასევე, ჩოხასაც სიამოვნებით ვატარებდი. ის ერთ-ერთ დახვეწილ, ლამაზ, სრულყოფილ სამოსად მიმაჩნია.
- დღეს ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ყოველდღიურად ჩოხაში გამოწყობილმა თავისუფლად იარო. როცა საშუალება მაქვს, თუნდაც - "სუხიშვილების" კონცერტზე ან მაგალითად, ქართული სამოსის დღესთან დაკავშირებულ შეკრებაზე, ჩოხას ყოველთვის სიამოვნებით ვირგებ. უბრალოდ, ჩემი პროფესიის, სამსახურის გამო, ყოველდღიურად ასე ვერ ვივლი.
- ულვაში ყოველთვის მომწონდა. ბავშვობაში ვცეკვავდი, მაგრამ მაშინ ცხადია, ულვაშის ტარების საშუალება ვერ მექნებოდა (იცინის)... ზრდასრულობისას ულვაშის მოშვება ერთხელ ვცადე, შემდეგ სპექტაკლისთვის მოვიშორე. მერე მეორედ ვცადე, მესამედ... საბოლოო ჯამში, ყველა შეთანხმდა, რომ ულვაშით უფრო საინტერესო იერის ადამიანი ვარ და დღეს ულვაში ჩემი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შემოსვლამდე ვფიქრობდი, ხომ არ მოვიშორო-მეთქი? რატომღაც, ამ პროექტშიც არ მოვიშორე. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ჩემს ულვაშს ძალიან ქართული შესახედაობა არ აქვს - ყველაფერს ვარგებ.
ალბათ, გადაბმულად 3-4 წელია, რაც ულვაში არ მომიპარსავს. მანამდეც ვატარებდი, თუ კონკრეტულ ფილმში ან რეკლამაში გადაღებას არ მთავაზობდნენ, რომელშიც არ შეიძლებოდა, ულვაში მქონოდა (რაც იშვიათად ხდებოდა). განაგრძეთ კითხვა