რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ თათია შარანგიასა და სანდრო შელიას ოჯახი დაინგრა. დაშორების შესახებ პირველად სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა დაწერა. შელია წერდა, რომ მძიმე იყო 10 წლიანი ურთიერთობის დასრულება, თუმცა ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება. მოგვიანებით დაშორების შესახებ ინფორმაცია ტელესახემაც დაადასტურა.
"სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი. ჩემი ბიჭების, ჰო, ბიჭების მამა" - წერდა შარანგია. დაშორებიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ თათია შარანგიას ახალი რჩეული ჰყავს. მისი საყვარელი მამაკაცი ჯარჯი თორაძე აღმოჩნდა. წყვილი უერთიერთობის გასაჯაროების შემდეგ, ხშირად ჩნდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ახლახანს წყვილმა უცხოეთშიც იმოგზაურა.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ, სანდრო შელია სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს და მისი პოსტები ძირითადად საზოგადოებრივ თემებს ეხება. ახლახანს ბიზნესმენი კიევშიც იყო ჩასული, სადაც ცხელ წერტილებში ფოტოები გადაიღო. განაგრძეთ კითხვა