მოდელი თამო ვაშალომიძე რამდენიმე წელია, აკა სამხარაძის გვერდით არის და მას და აკას საერთო ვაჟიც ჰყავთ. თამო ხშირად უსვამს ხაზს, რომ გაუმართლა მეუღლეში და ასევე - დედამთილში. ამჯერადაც დედამთილთან - ეკატერინე სეთურიძესთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო:
"დედამთლი როგორ უნდა გიწოდო... საოცარი გოგო ხარ!"
თამუნას ახალგაზრდა და მშვენიერ ფორმაში მყოფმა დედამთილმა ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა მის ინსტაგრამ-გვერდზე.