ნუკი კოშკელიშვილის ქმრის ვიდეოს ცოლის ჩაცმულობაზე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს - "ნიუ იორკში ახალი კერი ბრედშოუ გამოჩნდა?" - მშობლები

ნუკი კოშკელიშვილის ქმრის ვიდეოს ცოლის ჩაცმულობაზე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს - "ნიუ იორკში ახალი კერი ბრედშოუ გამოჩნდა?"

2023-01-29 09:57:02+04:00

როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაშია გათხოვილი და იქვე ცხოვრობს ოჯახთან ერთად. თავის მოვლის საშუალებებისა და ჩაცმა-დახურვის მოყვარული ნუკი ხშირად იღებს ვიდეოებს სხვადასხვა ნიღბით, კოსმეტიკური საშუალებით თუ სხვადასხვა ლუქით, და ასევე ყოველთვის გამორჩეულად ჩაცმული დადის ნიუ-იორკის ქუჩებში. მისმა მეუღლემ ბენჯი ჩეიმმა ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს გადაიღო ვიდეო - რა აცვია ჩემს ცოლს, როცა ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად მიდის. ვიდეოს ტიკ-ტოკზე დიდი მოწონება ხვდა წილად და 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ამ დროისთვის. კომენტარებში კი ბევრი წერს, რომ ნუკის მართლაც გამორჩეული სტილი აქვს და ზოგიერთები ნიუ-იორკის ახალი კერი ბრედშოუდაც მოიხსენიებენ.

nuk1-1674972852.jpg