გულახდილ ინტერვიუში 21 წლის კაია გერბერმა აღიარა, რომ არც ისე იოლი იყო მისთვის მცირე ასაკიდან პოდიუმზე დგომა და მოდელის ცხოვრებით ცხოვრება. ძალიან განიცდიდა სახლისგან შორს ყოფნას. ისიც აღიარა, რომ ცნობილი და წარმატებული დედის გარეშე, რასაკვირველია, გაუჭირდებოდა წარმატების მიღწევა: "ამ პრივილეგიას, რომელიც მაქვს, ვერ უარვყოფ. მართლაც საოცარ ადამიანებს გავეცანი, რომლებთანაც დედაჩემთან დამაკავშირა და ბედის მადლიერი ვარ ამის გამო".
კაია ამბობს, რომ მიუხედავად მცირე ასაკია, სულ აქვს განცდა, რომ მთელი ცხოვრება გაიარა. 13 წლისამ მოაწერა ხელი პირველ კონტრაქტ, 16 წლისა კი პირველად გავიდა პოდიუმზე. გადაღებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყო და სახლისგან შორს ყოფნას ძალიან განიცდიდა, რადგან მაშინ პატარა იყო. გამუდმებული ფრენები, მგზავრობა ძალიან ღლიდა, თავს მარტო გრძნობდა, თუმცა მაინც ცდილობდა, გაეძლო ყველაფრისთვის და ხელები არ ჩამოეშვა, გაეგრძელებინა წინსვლა. ცხოვრების ასეთმა ტემპმა მის ჯანმრთელობაზეც იმოქმედა.
პირველი სიმპტომები პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე დაეწყო. მოდელი მიხვდა, რომ თავს კარგავდა ამ მომქანცველი გრაფიკის გადამკიდე. მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, დედისთვის გაემხილა ყველაფერი და ფსიქოთერაპევტისთვის მიემართა. როცა მთელი ქვეყანა კარანტინში მოექცა, გოგონა შინ დაბრუნდა და მიხვდა, რომ ოჯახთან ურთიერთობა ის იყო, რაც სჭირდებოდა. ადრე დაწყებულმა პროფესიულმა საქმიანობამ მას სრულფაოვანი ბავშვობა და თინეიჯერული გართობები წაართვა, ის ადრე გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, კარანტინის პერიოდმა მისცა საშუალება, ძალები აღედგინა და პრიორიტეტები სწორად გაენაწილებინა.

"ჩემი პირადი ცხოვრება და ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობა - ეს არ არის ის, რასაც ამიერიდან გავწირავ სამუშაოს გამო. ახლა იშვიათად ვმოგზაურობ და ვცდილობ, სახლის სიახლოვეს ვიმუშავო. ძალიან კარგია, რომ მაქვს დრო და საშუალება, დრო გავატარო მეგობრებთან და ძაღლთან, თავად მოვამზადო ვახშამი. კვლავ დავდივარ თერაპევტთან სეანსებზე და მეტი ურთიერთობა მაქვს ოჯახთან, ეს ნამდვილად მშველის", - ამბობს კაია.

