"დაიბადა ადამი. ადამიანი, რომელიც იქნება ადამიანური. ცხოვრება შეიცვალა..." - გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდა - მშობლები

"დაიბადა ადამი. ადამიანი, რომელიც იქნება ადამიანური. ცხოვრება შეიცვალა..." - გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდა

2023-01-31 18:12:39+04:00

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდა. მისმა მესამე ცოლმა - მარიამ უშვერიძემ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ადამი დაარქვეს.

"დაიბადა ადამი. ადამიანი, რომელიც იქნება ადამიანური. ცხოვრება შეიცვალა. ფოტოზე გოგონა ნამდვილი გმირია და ყველაფერს იმსახურებს, რასაც გმირები იმსახურებენ", - წერს გიორგი.

ცნობისათვის, გიორგი ვარდოსანიძის პირველი მეუღლე მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყო, რომელსაც მალე დაშორდა. შემდეგ კიდევ ერთხელ იყო დაქორწინებული და ცოტა ხნის წინ შეხვდა მარიამ უშვერიძეს, რომელიც უკვე მისი შვილის დედაა.