მალე ორნელა მუტი 67 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ლეგენდარული მსახიობი ახლა ამ ასაკისაა, რადგანაც შესანიშნავ ფორმაშია. მით უმეტეს, თუ უფროს ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს დავხედავთ, გაგვიჭირდება გარჩევა, დედა რომელია. მაგრამ მათ შორის განსხვავება თითქმის ოცი წელია.
ორნელას სამი შვილი ჰყავს: ორი გოგონა და ერთი ვაჟი. უფროსი გოგონა ნაიკი რიველი 1974 წელს დაიბადა. მაშინ მუტი 19 წლის იყო. მამის ვინაობა უცნობია. ნაიკმა დედის ნამდვილი გვარი მიიღო.
ნაიკი ყველაზე ახლოსაა დედასთან, სულ გულშემატკივრობს და ამხნევებს. ის არც საჯაროობას ერიდება და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. თავად ორნელაც ამბობს, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობას უფრო ჰგავს, ვიდრე დედაშვილობას. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები