მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც ძირითადად გერმანიაში მოღვაწეობს, ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნათია ორსულად არის და პირველ შვილს ელოდება. წყვილი, როგორც ჩანს, ბიჭს ელოდება. ნათიამ მეუღლესთან ერთად ახალი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას პატარა ბიჭო!" და მეუღლეს კიდევ ერთხელ სიყვარულს უხსნის: "და მე მიყვარხარ...".