რომელი სახელებია ყველაზე პოპულარული საქართველოში და რომელი სახელები იყო ყველაზე აქტუალური 2022 წელს დაბადებული ბავშვებისთვის - მშობლები

რომელი სახელებია ყველაზე პოპულარული საქართველოში და რომელი სახელები იყო ყველაზე აქტუალური 2022 წელს დაბადებული ბავშვებისთვის

2023-02-06 11:25:08+04:00

საქართველოში ყველაზე მეტ მამაკაცს, 193 387 ადამიანს გიორგი ჰქვია, ხოლო ქალებს შორის ყველაზე პოპულარული ნინოა და ეს სახელი 115 758 ადამიანს ჰქვია - აღნიშნული მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მამრობითი სქესის 10 ყველაზე გავრცელებული სახელია:

  • გიორგი - 193 387
  • დავით - 68 067
  • ალექსანდრე - 45 473
  • ლუკა - 43 597
  • ნიკოლოზ - 39 131
  • ირაკლი - 36 108
  • ზურაბ - 29 898
  • საბა - 28 807
  • ლევან - 27 716
  • დავითი - 25 933

ბოლო მონაცემებით საქართველოში მდედრობითი სქესის 10 ყველაზე გავრცელებული სახელია:

  • ნინო - 115 758
  • მარიამ - 70 889
  • ანა - 49 409
  • თამარ - 48 806
  • მარიამი - 47 229
  • მაია - 47 044
  • ნანა - 42 393
  • ელენე - 38 619
  • ნათია - 38 334
  • მანანა - 33 197

ხოლო, 2022 წლის განმავლობაში მამრობითი სქესის ახალშობილებს ყველაზე მეტჯერ შემდეგი სახელები დაარქვეს:

  • გიორგი - 1072
  • დემეტრე - 951
  • ალექსანდრე - 933
  • ლუკა - 734
  • ნოე - 708
  • თომა - 707
  • ანდრია - 669
  • დანიელ - 604
  • იოანე - 557
  • ლაზარე - 520

2022 წლის განმავლობაში მდედრობითი სქესის ახალშობილებს ყველაზე მეტჯერ შემდეგი სახელები დაარქვეს:

  • მარიამ - 663
  • ელენე - 651
  • ლილე - 640
  • ევა - 623
  • მართა - 620
  • ნიცა - 585
  • მარიამი - 579
  • ბარბარე - 562
  • ნია - 510
  • ანასტასია - 451

თამარ იაკობაშვილი

2023 წელს ბავშვის ეს სახელები ყველაზე პოპულარული და ბედნიერების მომტანი იქნება