ვარჯიშები, რომლებიც ბავშვს ხველის, გაჭედილი ცხვირის და სლოკინის დროს დაეხმარება - მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები სასუნთქი გზების გასაკაჟებლად - მშობლები

ვარჯიშები, რომლებიც ბავშვს ხველის, გაჭედილი ცხვირის და სლოკინის დროს დაეხმარება - მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები სასუნთქი გზების გასაკაჟებლად

2023-02-07 11:52:51+04:00

ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასუნთქი ორგანოები მუშაობდნენ სრული დატვირთვით და შედეგად, ვირუსული ინფექციებისგან გამოწვეული დარღვევები აღმოიფხვრას რაც შეიძლება სწრაფად.

რესპირატორული ტანვარჯიში სუნთქვის სავარჯიშოების სისტემაა. იმის გამო, რომ ასეთი ვარჯიშები ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაწმენდას, სასუნთქი კუნთების გაძლიერებას, ისინი ხელს უწყობენ ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიცაა ობსტრუქციული ბრონქიტი, ქრონიკული სურდო, სინუსიტი და თავიდან იცილებენ ბრონქული ასთმის გამწვავებას.

სუნთქვის ვარჯიშები გაციებისა და ხველების დროს

ბავშვებისთვის სუნთქვითი ვარჯიშები გამოადგებათ ქრონიკული რინიტის დროს (ასეთი დიაგნოზს უსვამენ ბავშვს, თუ ხშირად აქვს სურდო, რომელიც არ ასოცირდება გაციებასთან), როცა ცხვირით სუნთქვის გაძნელებულია. მის აღსადგენად დედას შეუძლია მონაცვლეობით დააჭიროს ხელი ბავშვს ერთი ან მეორე ნესტოს ისე, რომ ბავშვმა მშვიდად ჩაისუნთქოს ჰაერი მარჯვენა ნესტოში და ამოისუნთქოს მარცხენა ნესტოში. 3-5 ჩასუნთქვა 2-3-ჯერ დღეში კარგი ვარჯიში იქნება.

როცა პატარა კარგად გაართმევს თავს ამ მისიას, ვარჯიშები უნდა გაართულოთ: ჰაერი სწრაფად უნდა ჩაისუნთქოს, მეორე ნესტოდან კი რაც შეიძლება ნელა ამოისუნთქოს. შემდეგ პირიქით: უნდა ჩაისუნთქოს ნელა ცალი ნესტოთი და სწრაფად ამოისუნთქოს. იგივე ვარჯიშები ხელს შეუწყობს ცხვირით სუნთქვის აღდგენას ადენოიდების ამოჭრის შემდეგაც.

ხველების დროს ნახველის გამონადენის სტიმულირებისთვის, შესთავაზეთ, ვითომ ბაბუაწვერას უბერავს, ან ხელის გულზე ბუმბული აქვს და უნდა შეუბეროს. სასტვენში ჩაბეროს, კოქტეილების საწრუპით აბუყბუყოს წყალი ჭიქაში, გაბეროს ბუშტები. სასურველი ეფექტის მისაღწევად საკმარისია ვარჯიშების შესრულება დღეში 5-10 წუთის განმავლობაში.

სუნთქვის ვარჯიშები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

თუმცა, სუნთქვითი ვარჯიშების შეასრულებისთვის არ არის აუცილებელი, ბავშვი მაინც და მაინც ავად გახდეს. პროფილაქტიკა ყოველთვის ჯობს მკურნალობას. სუნთქვის ვარჯიშები ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება ბავშვისთვის.

  • უთხარით ბავშვს, ჩააქროს სანთელი, მონაცვლეობით ჩააქროს იგი ცხვირით და პირით. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სასარგებლო საქმიანობაა საპნის ბუშტების ბერვა.
  • დაუსვით ბავშვს კითხვები და შესთავაზეთ უპასუხოთ მათ სასურველი ხმის გამოცემით: „როგორ გუგუნებს მატარებელი?“, „როგორ პიპინებს და ბღუის მანქანა?“, „როგორ სუნთქავს მძინარე მამამ?“, სთხოვეთ ბავშვს გამოხატოს ბგერები: აჰ-აჰ, ო. -ოჰ, ვაი.
  • უთხარით ბავშვს,, ვითომ ფუტკარია: დაჯდეს, გადაიჯვარედინოს ხელები მკერდზე და თავი დაწიოს, ამოისუნთქვისას თქვას: „ჯ-ჟ-ჟ“, შემდეგ შესუნთქვისას ხელები ფრთებივით გაშალოს, მხრები გაასწოროს და აზუზუნდეს. ეს მოქმედება გაიმაოროს. შემდეგ ადგეს, ხელები ფრთებივით გაშალოს გაშალოს და ბზუილით შემოუაროს ოთახს. დარწმუნდით, რომ ბავშვმა შეისუნთქა ჰაერი ცხვირით დაღრმად სუნთქავს.
  • ასევე, ბავშვს შეუძლია თვითმფრინავის იმიტაცია გააკეთოს.
  • ბავშვის დასაინტერესებლად შეგიძლიათ აირჩიოთ შესაფერისი ლექსებიც. ლექსის წარმოთქმაც მოითხოვს სუნთქვის გარკვეულ რიტმს.

როგორ ვივარჯიშოთ?

  1. გაკვეთილების დაწყებამდე აუცილებლად გაანიავეთ ოთახი.
  2. ვარჯიში კეთდება ჭამამდე ერთი საათით ადრე ან 1,5 საათის შემდეგ.
  3. 2-5 წლის ბავშვებისთვის მარტივი სავარჯიშოებია შესაფერისი და ისინი უნდა შესრულდეს მხიარულად.
  4. მიეცით მაგალითი თქვენს შვილს: გააკეთეთ სავარჯიშოები მასთან ერთად.
  5. იმისათვის, რომ სუნთქვის ვარჯიშებმა მიაღწიონ მიზანს, ისინი რეგულარულად უნდა შესრულდეს.

სუნთქვის ვარჯიშების სპეციალური მეთოდები

სუნთქვის ვარჯიშების მრავალი მეთოდი არსებობს: არის იოგას სუნთქვითი ვარჯიშები და სუნთქვითი ვარჯიშები ჩინური ციგონგის სისტემის მიხედვით, ასევე სუნთქვითი ტანვარჯიში.

ყველა აღნიშნული ტექნიკა ეფუძნება სავარჯიშოებს, რომელთაგან მთავარია სუნთქვის შეკავება, ხელოვნურად გართულება, შენელება, ასევე ზედაპირული ან ღრმა სუნთქვა.

სუნთქვის ვარჯიშების ბუტეიკოს მეთოდი გვირჩევს ვარჯიშს სუნთქვის შეკავებითა და ზედაპირული სუნთქვით.

მიულერის სუნთქვითი ვარჯიშები, პირიქით, მოითხოვენ ღრმა და რიტმულ სუნთქვას პაუზების გარეშე.

დაახლოებით,, 6 წლის ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია სწრაფად, ინტენსიურად, ხანმოკლე და ხმაურიანი ჩასუნთქვა გააკეთოს ცხვირით და შეუმჩნევლად, თითქმის ჩუმად ამოსუნთქვოს ცხირით.

ეს ტექნიკები შეიძლება გამოიყენოთ როგორც პროფილაქტიკური, ასევე თერაპიული მიზნით. მაგალითად, ბოლო მეთოდი ეხმარება ბრონქულ ასთმას, სლოკინს და სხვადასხვა ნევროზებს. ბუტეიკოს მეთოდი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის პრობლემებისთვის.

„ხველის მოსარჩენი ჯადოსნური საშუალება არ არსებობს... ადამიანები ხშირად სრულიად უსარგებლო და მავნე მედიკამენტებს იღებენ“ - მაია ბუწაშვილის რჩევა ხველის შემამსუბუქებელ საშუალებებზე
როგორ ვებრძოლოთ მაღალ სიცხესა და ხველას - პედიატრის რჩევები გავრცელებული ვირუსებით შეშფოთებულ მშობლებს
თაფლიანი წყალი ხველას ნამდვილად შველის და პაციენტის მდგომარეობას ამსუბუქებს - პედიატრის რჩევა, რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვს შეტევითი ხველა აქვს
პირით სუნთქვისას ცივი ჰაერი გადადის ბრონქებში და ეს საკმაოდ სარისკოა - როდის ჯობია შინ დარჩენა სეირნობას და როდის არის შარფი გამოსავალი